“ენმ”-ის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ფანტაზიაც არ ეყოთ, აბრუნებენ ღარიბაშვილს… უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა, რომ ასობით მილიონი მოიპარეს ღარიბაშვილმა და მისმა სანათესაომ, დააბრუნეს ბიუჯეტში? დაგვიბრუნეს ის ფული? ვიცით რამე? მე ხომ არ მითქვამს ეს, ივანიშვილი და მისი გუნდი ამბობდა, ბიზნესები და მილიონები წაიღოო…
ღარიბაშვილი რა მესიჯია საზოგადოებისთვის? ისევ დაპირისპირება და აგრესია უნდა იყოს? ისევ უნდა გაყონ ერი და საზოგადოება, ისევ კვერცხების და პომიდვრების სროლაზე უნდა გადავიდნენ და ადამიანების დევნაზე? – ეს არის მესიჯი? ღარიბაშვილს რა გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ მუდმივად ცდილობდა სიტუაციის ესკალაციას, საზოგადოების დაპირისპირებას და ბოღმას ანთხევდა.
ვწუხვარ, რომ ასეთი ისტერია აქვთ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ცუდი მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ, რომ ღარიბაშვილით ეცადონ რაღაცის გამტკიცებას… მთელი ერისთვის ასოცირდება ქურდობასთან, მოპარვასთან, კორუფციასთან, აგრესიასთან და ბოღმასთან. ჩვენ ადამიანებს ახლა სჭირდება მზრუნველობა, ეკონომიკური დოვლათი, დახმარება და ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი, ამ დროს გვეუბნებიან, რომ ვიღაცა ღარიბაშვილი უნდა დავაბრუნოთ, რომელიც მხოლოდ აგრესიით და ბოღმით არის ცნობილი და პლიუს მოპარვით და, არ ვიცი…
თუმცა, ღარიბაშვილი კი არა, სულ რომ ბიძინა ივანიშვილი მობრუნდეს, ის რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ამას წყალი არ გაუვა.”
კომენტარები