“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ბრიტანულ გამოცემა “Daily Mail”-ში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას:
“სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? – სანქცია, მგონი თქვენ გგონიათ, რომ უნდა ესროლონ ადამიანს თოფი. ადვოკატებმა ილაპარაკეს, თავად ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა. აბსოლუტური სისულელე და კლასიკური შეკვეთილი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, არამხოლოდ როგორ შეუტიონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ, მისი ოჯახის წევრებს, სად წავა ბერა ივანიშვილი, რა “დეილი მეილის” რომელიმე ჟურნალისტის საქმეა, ან რა თქვენი საქმეა ან რა შემკვეთის საქმეა, ასიათასობით დოლარს რომ იხდიან თითო სტატიაში და თან, მერე ქვეყნდება FARA-ზე ეს ყველაფერი. მიდის “ნაცმოძრაობიდან” და მათი პატრონებისგან ეს შეკვეთები და გაჩერდნენ.
დაანებეთ შვილებზე ბულინგს ხალხო თავი. რა კითხვაა, ბერა ივანიშვილი რატომ ცხოვრობს ბრაზილიაში? – ვინ გეკითხებათ, რატომ ცხოვრობს და რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს. [ბიძინა ივანიშვილი] სანქცირებულია უკვე, უფრო ვეღარ დაასანქცირებენ. ვინმემ მისწერა ივანიშვილების ოჯახიდან, რომ ბრაზილიაში გადარიცხეთ ეგ თანხა თუ უკან დამიბრუნებთო, შვეიცარიის ბანკს, რომელიც ჩამოამხვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ? არ შანტაჟდება ეს კაცი. არის კაცი, რომელმაც თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის პირდაპირი გაგებით, არ შანტაჟდება ამ ფულით და დაანებეთ თავი”
კომენტარები