ლევან ჯავახიშვილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ბოლო დროს აქტუალურად ვრცელდება ინფორმაციები. ამის შესახებ, დახურულ წყაროზე დაყრდნობით, ორჯერ „ალიამაც“ გამოაქვეყნა სტატია, რასაც რიჟვაძისა და მისი გარემოცვის სერიოზული პანიკა მოჰყვა. დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვის წევრები რიჟვაძეს ისე უყურებენ, როგორც განწირულ ჩინოვნიკს, მაგრამ თბილისი მერის, კახი კალაძის მფრველობით, დღემდე შემორჩა პოსტს. რიჟვაძეს ბევრ რაიმეს ედავებიან, მაგრამ განსაკუთრებით იმას, რომ აჭარაში პატარა საფეოდალო შექმნა, რომელსაც მის ნათესავთან, ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და მამამისთან, ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილ უფროსთან, დავით რიჟვაძესთან ერთად მართავს. ნეპოტიზმის და კორუფცია აჭარაში, როგორც იტყვიან, ყვავის. ნეპოტიზმსა და კორუფციას მიაქვს მთელი საქართველო, ეს არავის უკვირს რიჟვაძისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რიჟვაძემ „ქარული ოცნების“რამდენიმე გავლენიანი პირის ბიზნეს–ინტერესები არ გაითვალისწინა აჭარაში და ეს ხალხი, ბიძინა ივანიშვილის ახლობლები არიან. ცხადია, ეს ივანიშვიმაც გაიგო. მოკლედ, ივანიშვილი შემოსწყრა რიჟვაძეს და ეს მისთვის განაჩენია, ივანიშვილს წინ ვერავინ დაუდგგება, რიჟვაძის გამო, ივანიშვილს არავინ გადაიკიდებს. ბოლო წვეთი ივანიშვილის მოთმინების ფიალაში, 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, რიჟვაძის დანაშაულებრივი განცხადება იყო. 2008 წლის ომს, აჭარის ლიდერმა, ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა, რამაც საზოგდოების დიდი პროტესტი გამოიწვია. 2008 წლის ომის ვეტერანებმა ირაკლი ღარიბაშვილს შეუთვალეს, რომ თუ ივანიშვილი რიჟვაძეს არ მოაშორებს პოსტიდან გმირების შეურაცხყოფის გამო, 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ომის ვეტერანთა ხმებს ვერ მიიღებს. ამ მოხოვნას შეუერთდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, ამ ორ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მათი ანალოგიური მოთხოვნაც მივიდა ღარიბაშვილამდე. რიჟვაძეს ჭკუა რომ ჰყოფნოდა, აქამდე ცხრაჯერ მოიხდიდა ბოდიშს იმ უმსგავსო განცხდების გამო. მან კი მხოლოდ ის თქვა,რომ ლაჩრულად წაგებულ ომში მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა. აქედანაც ჩანს, რა გონიერი პოლიტიკური გარემოცვა ჰყავს რიჟვაძეს. ცხადია, არჩილ ჩიქოვანი და მამამისი უკეთესს ვერაფერს ურჩევნდნენ და სხვა ჭკუასაკითხავი ხალხის დეფიციტი აშკარად აქვს. ქათამმა ჩხრიკა, ჩრიკა და თავის დასაკლავი დანა გამოჩხრიკაო–ასე დაემართა თორნიკე რიჟვაძეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოახსენა ომის ვეტერანების, ომში დაღუპულთა მოთხოვნა, რომ რიჟვაძემ სასწრაფოდ დატოვოს პოსტი, თუ არადა, არჩევნებში მათი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. „ალიას“ წყარო, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაახლოებული, ცხადებს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს თანხმობა მისცა, გაუშვან რიჟვაძე პოსტიდან. რიჟვაძის მფარველობაზე კახი კალაძემაც ხელი აიღო. წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილის კაბინეტში რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსი შეკრებილა „ქართული ოცნებიდან“ და რიჟვაძის პოსტიდან გაშვების საკითხი განუხილავთ. კახი კალაძეს ხელები დაუბანია. პოლიტიკას თავი დავენებოთ, ბერა ივანიშვილი ჩემი შვილის ნათლიაა, ბიძინა ივანიშვილიც ნათესავია და მიუხედავად იმისა, რომ რიჟვაძე ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა აჭარის პირველკაცად, ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალო. მაგის გარდა, ერთი შემთხვევა მაინც გამახსენეთ, რომ ბიძინას წინააღდეგ წავსულიყავი. ეს დღემდე არ გამიკეთებია და არც თორნიკე რიჟვაძის გამო გავაკეთებ ამასო. მოკლედ, ბოლო მფარველიც გადაუდგა რიჟვაძეს. წყარო აცხდებს, რომ ამ ეტაპზე, პრემიერ–მინიტრი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა, უკვე განიხილავენ ორი საკითხს–თორნიკე რიჟვაძის შემცვლელის კანდიდატებს და მის მომავალ სამსახურს. როდესაც კანდიდტებზე შეჯერდებიან,მათ ვინაობას ბიძინა ივანიშვილის ეტყვიან და ის გადაწყვეტს, ვინ შეცვლის რიჟვაძეს. რაც შეეხება რიჟვაძის მომავალ სამსხურს, სავარაუდოდ ეკონომიკის ან ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაასაქმებენ. სახელისუფლებო გუნდის წევრად კი დარჩება, მაგრამ ყოველგვარი გავლენების გარეშე. ამას იმიტომ აკეთებს ღარიბაშვილი ივანიშვილის დავალებით, რომ თორნიკე რიჟვაძემ ხელისუფლების ბევრი საიდუმლო იცის.მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის, ბიძინას ნათევასვებისა და „ქართული ოცნების“გავლენიანი ლიდერების უკანონო ბიზნეს–საქმიანობის შესახებ აჭარაში, იცის არჩევნების გაყალბების სქემები და გაყალბების კონკრეტული ფაქტები, სარფიდან „კანონიერი ქურდების“ ფარულად, საზღვრზე დაუფიქსირებლად შემოსვლისა და გასვლის შესახებ და ბევრი სხვა უკანონობა. შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძის პოსტიდან გაშვება დიდი ხანია სურდა ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ბარიერი კახი კალაძე იყო. ივანიშვილს კი ვერ გადაეწვიტა, რომლისთვის ეწყენინებინა. ეს საკითხი თავად რიჟვაძემ გადაწყვიტა მარტივად, ომის ვეტრანები შეურაცხყო, გადაჰკიდა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს, რითაც ირაკლი ღარიბაშვილს კოზირი მისცა, რომ პოსტიდან გაუშვას ივანიშვილის თანხმობით.
ვიდრე რიჟვაძე ომის ვეტერანებს შეურაცხყოფდა და ძირს თავად გამოითხრიდა, ამასობაში ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი ბრძოლა მოუგო აჭარს ლიდერს. გონიოში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, იმ ადგილას ჩინური კომპანიააპირებდა გასართობი ქალაქის აშენებას. თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე ლობირებდა ამ კომპანიას და ცხადია, შვილი ცდილობდა, ირაკლი ღარიბაშვილი დაეყოლიებინა, რომ ეს ტერიტორია ჩინელებისთვის გადეცათ. მამა– შვილ რიჟვაძეებს ნაკლებად ჰქონდათ ჩინელების დარდი, მათ ამ პროექტიდან წილი ერგებოდათ, ასე იყოშეთანხმებული ჩინელებთან. კაზინოს მისცემდნენ, სასტუმროს თუ სხვა რაიმეს რიჟვაძეებს, ეს არავინ იცის. მთელი ბათუმი ამას ლაპარაკობს, მერე რიჟვაძეები რომ არ შემედაონ.ირაკლი ღარიბაშვილმა კი სხვაგვარად გადაწყვიტა. რიჟვაძეების მოწონებულ ჩინურ კომპანიას არ მისცა გონიოში ტერიტორია. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გინიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიას, Emaar Properties–ს გადაეცა. ეს კომპანია ააშენებს სასტუმროებს, კაზინოებს, გასართობ ცენტრებს და სხვა პროექტებსაც განახორციელებს. „ლას–ვეგასი ბათუმში“–ეს სახელი დაარქვეს ადგილობრივებმა არაბების მიერ ჩაფიქრებულ გრანდიოზულ პროექტს.რაც მთავარია, ღარიბაშვილმა მიზანს მიაღწია და ახლა, ბათუმში არაბების ამ ბიზნესში რიჟვაძეებს არანაირი ინტერესი არ ექნებათ.
ვრცელდება ხმები, რომ რიჟვაძე ახლა ირაკლი კობახიძეს ებღაუჭება, იცის განწირულია და კობახიძეს სთხოვა, ბიძინა ივანიშვილს გადააფიქრებინოს მისი პოსტიდან გაშვება. წყაროს თქმით, კობახიძეს სანაცვლოდ ბათუმში აშენებულ ყველა კორპუსში თითო ბინას და აჭარაში ყველა იმ ბიზნესში კარტ–ბლანშს ჰპირდება, სადაც ივანიშვილის, მისი ახლო გარემოცვისა და ნათესავების ინტერესები არ არის. კობახიძე და რიჟვაძე ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში და ეს საკიხი განიხილეს. თუმცა, შეხვედრის შესახებ გახმაურდა და ივანიშვილის ყურამდეც მივიდა და ეს კობახიძემაც გაიგო. ცხადია, კობახიძე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ წავა, თან მას საკუთარითავი აქვს გადასარჩენი. ივანიშვილი კობახიძის უკანა რიგში გადაწევს უპირებს, ყველა პარტიული და საპარლამენტო პოსტი უნდა დაატოვებინოს და რიგით დეპუტატად აქციოს.2024 წლის არჩებნებში კი „ქართული ოცნების“ სიაშიც არ შეიყვანს–ასეთია მისი გეგმა კობახიძესთან დაკავშირებით. ეს იცის კობახიძემ და წყარო ირწმუნება, რომ ის რუსეთში ეძებს გადარჩენის გზებს, პუტინის პოლიტიკურ გარემოცვასა და „ეფესბეს“ ხელმძღვანელობაში. სურს, მოძებნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც გავლენა ექნება ივანიშვილზე და ეტყვის, რომ დატოვონ პოსტზე და არც მომავალში შეუქმნან პრობლემები. როგორი საქმეა? საქართველოში მაღალ დონეზე საკადრო საკითხებს მოსკოვი წყვეტს. ისე, ირაკლი კობახიძეს კი ეკუთვნის რუეთიდან სრული მხრდაჭერა, პირადად პუტინის თანადგომაც, რადგან ძალიან ბევრი გააკეთა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ნატო–საც რაც შეიძლება მეტად დაშორდეს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე „მაშველ რგოლად“ არ გამოადგება. წყარო ამბობს, რომ თუ თორნიკე რიჟვაძე შემოდგომამდე არ მოხსნეს, დიდი საქმე იქნება. მის გაშვებას პოსტიდან ამ ზაფხულსვე აპირებს ბიძინა ივანიშვილი.
კომენტარები