ბიძინა ივანიშვილი ცარიელ რუსთაველის გამზირზე მისეირნობდა.
მას თან ახლდა პარტიის რეგონალური უფროსი – დიტო, იგივე დიმიტრი სამხარაძე – ეგ ის დიტოა, რომ ამბობს, მედიას არ ვეკონტაქტები, ისე ვაგვარებ რეგიონების პრობლემას – მესენჯერი არა მაქვს და ტელეფონის ნომერი საიდუმლოაო.
როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ივანიშვილთან ერთად კახა კალაძე უნდა ყოფილი რუსთაველზე, მაგრამ კახა კალაძე, დღეს დაკავებულია, თბილისელებს ელექტროენერგიის გადასახადს გვიხდის და თან აბონენტის ნომრებს იმახსოვრებს, მერე რომ გვითხრას, ვის რამდენი გადაგვიხადა.
რა თქმა უნდა, პირველი აპრილია და რა თქმა უნდა დღეს ბიძინა ივანიშვილი ქუჩაში არავის უნახავს – საერთოდაც, რა უნდა ხალხნო, ამ დროს ივანიშვილს ქუჩაში?
რა თქმა უნდა, არც კახა კალაძეს გადაუხდია არაფრის გადასახადი ჩვენთვის.
აი, დიტო სამხარაძემ კი რუსთაველზე არ იყო ივანიშვილან ერთად – თორემ, სხვა ყველაფერი სიმართლეა.
ხო, ფოტოს დაგპირდით და ვერ გაგიშვებთ ფოტოს გარეშე – მერე რა რომ პირველი აპრილია?
კომენტარები