ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით, მეორე დღეს ხმაური არ წყდება.
ვის შეუძლია ნებართვა გასცეს მსგავს ქმედებაზე, ვისთან შეიძლება საქართველოში, განიხილოს რუსეთმა სანქციების არიდების გზები?
25 აპრილს, პოლიტიკოსმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, “პალიტრანიუსის” ეთერში, განაცხადა:
“არსებობს ორი ივანიშვილი: ერთი – 2018 წლამდე და მეორე 2018 წლის შემდგომ, როდესაც ის დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ – სხვა ადამიანი, ალბათ, იმ მიზნების განსახორციელებლად, რასაც ფიქრობდა – ეს იყო უზურპაცია ხელისუფლების და ყველა დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა.
რატომ ფიქრობენ ვიღაცეები, რომ თუ ივანიშვილი სასამართლოს გადააჯდება თავზე, ამით თქვენ უფრო მეტად ბედნიერი იქნებით? უფრო მეტი პრობლება შეგვექმნება, თუ ერთი ადამიანის ხელში იქნება ძალაუფლების კონცენტრაცია. ჩემთვის რუსეთი არის იმ პრინციპებით ქვეყნის მართვა, რა პრინციპებითაც იმართება. სააკაშვილი მართავდა თავის დროზე, როდესაც ჰქონდა სრული ძალაუფლება და ჩემთვის რა განსხვავება აქვს, სახელი და გვარი თუ გამოიცვლება? ოფიციალურად დეკლარირებული რუსული ხელისუფლება თუ მოვა, თქვენ გგონიათ მმართველობის სხვა სტილი იქნება? რა არის რუსული ხელისუფლება? უზურპაცია ძალაუფლების, კორუფცია, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ცინიზმი და ა.შ. და ა.შ. ის რაც იქა აქვთ და აქ უნდათ გადმოიტანონ და ამ მოდელს სააკაშვილი გამიკეთებს, თუ ივანიშვილი, ჩემთვის ორივე მტერია, პირდაპირი მნიშვნელობით მტერია, არ სჭირდება ამას ტანკის ხილვა ვიზუალურად, რომ აღვიქვა.
დღევანდელი ივანიშვილის გარემოცვა არის ძალიან ბურუსითმოცული ადამიანების გარემოცვა, შავბნელი ადამიანები ტრიალებენ, პირდაპირი მნიშვნელობით მის ირგვლივ, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან რუსეთთან დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. იმ სამყაროდან არიან იდეაში. ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, როგორც ივანიშვილი ამბობდა, მისი მდივანია. შეიძლება იყოს პრემიერი, მაგრამ…
ხელისუფლება, რასაც ვერასდროს ვეგუებოდი, ხანდახან არც ვაღიარებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე დადგა, ეს არ არის მთავრობის გადაწყვეტილებები, ხელისუფლება იმართება მაღალ დონეზე, ივანიშვილის დონეზე იმართება სტრატეგიული საკითხები, ვისთვის გაიღოს და დაიხუროს საბაჟო, ვისთვისაა გაწვანებული საბაჟო, ვისთვისაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სხვა ქვეყანასთან გარიგებები, ფარდის მიღმა რომ გარიგებები ხდება, ივანიშვილთან ხდება ეს ყველაფერი, არ დაურეკავენ კობახიძეს, არც რუსი ოლიგარქები დაელაპარაკებიან პარლამენტის ახლანდელ თავმჯდომარეს, შეიძლება არც ღარიბაშვილს დაელაპარაკონ, იმათმა იციან სად უნდა მივიდნენ სალაპარაკოდ.
ბიძინა ივანიშვილმა კარები გაუღო ამ ადამიანებს, ეს ხალხი მეტად მოქმედებს ამ ქვეყანაში ვიდრე მოქმედებდა. პირდაპირ გეტყვით, ვიდრე 2018 წლამდე მოქმედებდა.”
კომენტარები