ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია გადაცემა “სთორიში” ამბობს, რომ 2012 წელს შვილთან ბიძინა ივანიშვილმა დააპირისპირა, მაშინ, როცა მისი დაპირებების გამო, “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა:
“რატომ მომატყუა 2012 წელს ასე მწარედ და რატომ დამაპირისპირა ჩემს შვილთან? კინაღამ დავკალით ერთმანეთი. ეს ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის და ბატონ ბიძინას არ ვაპატიებ. 6 თვეში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. მე მეგონა “ნაციონალების” კეთილ საქმეებს გააგრძელებდნენ და ამათ პირიქით, ცუდი წამოწიეს.
ყველაზე მძიმე დღეს, როდესაც ნიკას აყვანა მიმდინარეობდა, ვნერვიულობდი ხალხზე. მე მიყვარს ჩემი საქართველო. არ მეშინია. ამათ რომ ვლანძღავ, ყველა მეუბნება, გაჩერდიო. მე პატიოსნად ვმუშაობ, ნახონ, თუ რამეს დამიშავებენ, იქაც ავიმაღლებ ხმას და არ გავჩერდები.
როდესაც შვილს უკანონოდ მიპატიმრებენ და იარლიყებს აწებებენ, სულ მამაჩემის ხმა ჩამესმის ყურში – ანზორ, არასოდეს, ბოროტებას როცა გაგიკეთებენ, ბოროტებით არ უპასუხო, სიკეთით უპასუხეო… ღმერთი მათ დასჯისო. ნახეთ, ნიკას დამსჯელები როგორ დაისჯებიან”
კომენტარები