მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქციას მართავენ. ახალგაზრდების კითხვები აქვთ, რა კრიტერიუმით შეარჩიეს, ვის და რატომ სურს შოთაძის გენერალურ პროკურორად კვლავ დანიშვნა.
მოძრაობა “გაბედეს” წევრი მიშკა ქუმსიშვილი:
“ტექნიკურმა უნივესიტეტმა რამდენიმე დღის წინ წაარადგინა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძე, რომლის წინააღმდეგაც წესით და რიგით სისხლის სამართლიოს საქმე უნდა იყოს აღძრული და პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული იმის გამო, იგი სარალიძის საქმის მტკიცებულებების განადგურებაშია ეჭვმიტანილი აგრეთვე პროკურატურის მაღალჩინოსნების ხელის დაფარებაში. ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს და ახლაც იგივეს გააკეთებს, ვინაიდან მის წინააღმდეგ არსებობს კომპრომატები და თუ ის არ დაემორჩილება ივანიშვილის დაკვეთებს წავა ციხეში. შესაბამისად ეს ადამიანი იქნება უფრო მარტივად სამართავი და ჩვენ, მოძრაობა “გაბედე” ვხედავთ, საფრთხეს რადგან ეს ადამიანი იქნება პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი და ჩვენ მოველით, რომ თუ აქამდე ჯარიმებს გვიწესებდნენ და ადმინისტრაციული პატიმრობით გვიჭერდნენ, ახლა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაერევიან ახალგაზრდებს. ეს ადამიანი იქნება პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი”
კომენტარები