პოლიტოლოგი ხათუნა ლაზაგიძე სოციალურ ქსელში, წერს:
“1. ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთს ებრძვის, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს;
2. ოპოზიცია, რომელიც სხვა ოპოზიციურ ლიდერებს ებრძვის, იმის ნაცვლად რომ ბოლოს და ბოლოს საარჩევნო კამპანიით დაკავდეს, იმედს უცრუებს და კარგავს ოპოზიციურ ამომრჩეველს, რადგან მათ თვალში ისინი საქმის კეთების ნაცვლად ერთმანეთის დაძირვით არიან დაკავებულნი;
3. ოპოზიცია, რომელსაც ორიენტირები არევია: მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად გიორგი ვაშაძე გაიხადა და არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებელ ენერგიას თავისივე ოპოზიციონერი კოლეგების წინააღმდეგ მიმართავს, ამ გზით მხოლოდ დამარცხებისთვის ემზადება;
4. ვაშაძეს რა უჭირს, ამ თქვენი კრიტიკის და თავისი აქტიურობის ფონზე მთავარი ოპოზიციური ფიგურა გახდა, მაგრამ ერთმანეთზე წასეული ოპოზიცია ამ ტაქტიკით დამარცხებას რომ იახლოვებთ, ნეტა შიგნით თუ ხვდება ვინმე?!
5. საჭეს მიხედეთ, საჭეს, სანამ კიდე გვიან არ არის!”
კომენტარები