“ტვ პირველის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა.
ივანიშვილის ოჯახმა ტყე შემოღობა და გადახურა, კერძოდ, ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა და შავი კაპრონის ბადეებით გადახურა.
მედიის ცნობით, კორბოულისა და ბევერეთის ტყის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიამ, შპს “აგრო ქართუმ” გარეული ფრინველების ფერმა ააშენა.
ფერმაში ინკუპატორში გამოჩეკილ ათასობით გნოლს, კაკაბს და ხოხობს გაზრდიან. ირკვევა, რომ რადგან ხელოვნურად მოშენებული ფრინველები ძალიან მომრავლდა, ისინი ფერმაში აღარ ეტევიან, ამიტომ ტყე გალიად გადააკეთეს და ფრინველები იქ უნდა გადაიყვანონ.
2022 წლის 23 სექტემბერს ქონების მართვის ეროვნლმა სააგენტომ ბევერეთის სატყეო კვარტალი, ყოფილი საკოლმეურნეო ტყე, საჩხერის სატყეო უბანი და კორბოულის სატყეო, კვარტალი საჯარო აუქციონზე 49 წლიანი იჯარით გადასაცემად გამოიტანა.
125 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია ოლიგარქის ოჯახს ნახევარი საუკუნით ისე გადაეცა, რომ ვაჭრობის დროს ივანიშვილს კონკურენტიც კი არ ჰყოლია.
რაც შეეხება ფასს, 125 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაში, ივანიშვილის ცოლის კომპანია წელიწადში 32877 ლარს გადაიხდის, ერთ კვადრატული მეტრში 26 თეთრს.
კომენტარები