გია ხუხაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ნდობით არჭურვილი პირი იყო, დღეს პირდაპირ ამბობს, რომ გაპრეზიდენტებიდან მეორე დღესვე ივანიშვილმა მარგველაშვილს შეუთვალა, რომ მისი დავალებების შესრულება მოუწევდა.
ბიძინა ივანიშვილმა არა ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ, პრაქტიკულად, მარგველაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე მას დაუსვა საკითხი ასე, რო შენ ხარ გარკვეულ ვერტიკალში, ახლა შენ მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონია შენი თავი?! შენ ხარ გარკვეულ ვერტიკალში, ამ ვერტიკალში ვიღაც არის X პირი, რომლის მეშვეობითაც მე შენ მოგცემ დავალებებს. მე ვისაც გეტყვი, ის იქნება ჩემი ფოსტალიონი, რომელიც ჩემს დავალებებს მოგიტანს და შენ უნდა შეასრულო. გიორგიმ უთხრა, რომ თუ შენ მთავაზობ ეგეთ ურთიერთობებს, მე ასეთ ურთიერთობებზე ხელს არ მოვაწერ და ამიტომ მე მზად ვარ, გადავდგე, იმიტომ, რომ მე ეგრე ვერ ვიმუშავებ. სისტემის შიგნით ნებისმიერი ადამიანისგან უბრალო კამათსაც კი ბიძინა იმ პერიოდში, სამწუხაროდ, უკვე აღიქვამდა როგორც მტრობას და როგორც ღალატს. დღემდე ასეა. იმიტომ არის დღეს სტერილური რომ გახდა ყველაფერი, რომ დაგინების მეტი არაფერი იციან. ღარიბაშვილს არც მაშინ ჰქონია ინიციატივა საკუთარი და არც დღეს აქვს. ის არის ბიძინას დავალებების შემსრულებელი და მეტი არაფერი, – ამბობს ხუხაშვილი მედიასთან.
შეგახსენებთ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილი “რეაქციაში” თქვა, რომ შუშის სასახლეში 2013 წლის ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრას 4 ადამიანი, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადარჩეული პრემიერი ღარიბაშვილი და პარლემენტის თავმჯდომარე, ანუ დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.
მისი თქმით, დაპირისპირების მთავარი მიზეზი უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი იყო, უსუფაშვილის თქმით, “მსჯელობისას აღმოჩნდა, რომ სხვადასხვაგვარად ესმით საკუთარი როლები ახალ პრემიერ ღარიბაშვილს და ახალ პრეზიდენტ მარგველაშვილს”. უსუფაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საქმეში ისევ ივანიშვილი ჩაერთო და ცალკე გავიდნენ. იქიდან გამოსულმა მარგველაშვილმა კი თქვა, რომ გადადგომას აპირებდა.
შეუთანხმებლობის პროცესში – რაღაც პერიოდი ორნი – მარგველაშვილი და ივანიშვილი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ცალკე გავიდნენ. იქიდან გამოსულებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ… მარგველაშვილმა (თქვა) არ მიღირს მე პრეზიდენტობა. არ არის ეს სკამი ის, რომელსაც უნდა გამოვეკიდო და ვიდაო, თუ სხვანაირად გესმით, კი ბატონო, ამ დღიდან დაიწყო ის, რომელზეც ჩემზე გაავრცელეს, რომ მე დავდიოდი თითქოს მარგველაშვილის დასარწმუნებლად რომ გადადექიო. ბევრს დავდიოდი, რომ ეს არ ქნა, ყველას ესმოდა, რომ ცუდი იყო, ამით მიელოცათ ხალხისთვის ახალი წელი. ამიტომ გადაწყვეტილების გამოცხადებამ ერთი კვირით გადაიწია. მაშინ გაჩნდა ის ფანჯარა, როდესაც რაღაცები შესაძლებელი გახდა” – ამბობს უსუფაშვილი.
კომენტარები