ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრად დაბრუნებას გამოვრიცხავ. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა:
„ბიძინა ივანიშვილს არასდროს ქონია პრემიერ მინისტრად მობრუნების სურვილი და მე არ მგონია, ფაქტობრივად გამოვრიცხავ ამ ინფორმაციას, რომელიც მედიის საშულებით გავრცელდა.
თუ კი მე შიდა დისკუსიებში ან განხილვებში მიმიღია მონაწილეობა, ეს გამოცდილება მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რო ის არ მოისურვებს დაბრუნდეს პრემიერმინისტრად.
მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება და შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ პრემიერმინისტრის პოსტზე.
ზოგადად სიურპრიზებით სავსეა მმართველი გუნდი, მაგრამ მე გამოვრიცხავ ამას“ – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „ტვპირველთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს და ისევ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს მთავრობის მეთაურად.
კომენტარები