მთავრობის წევრების თქმით, ფონდი “ქართუ” ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს შეიძენს და სახელმწიფოს გადასცემს.
“არ შეიძლება, არ აღინიშნოს ქართუს ძალიან დიდი წვლილი იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ ფონდი დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მილიონ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე”, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც მთავრობაში ამბობენ, კომპანია რესპირატორი დღე-ღამეში სამშრიან 250 ათასამდე სამედიცინო პირბადის წარმოებას შეძლებს.
კომენტარები