პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
ოცნების და ნაცმოძრაობის იდილია და შეთანხმებული სცენარი საუკეთესოდ გამოჩნდა გუშინ და დღეს. რადიკალური ოცნების მთავარი რადიკალის – კობახიძის მიერ ნაკლები რადიკალიზმის ყალბ ადვოკატირებას, წინასწარ შეთანხმებულად, ბანი მისცეს არამხოლოდ რადიკალური ნაცმოძრაობიდან, არამედ კოლექტიური ოცნებიდანაც (ოცნების პატარ-პატარა ფილიალებიდან) კობახიძის პირადმა სპიკერებმა.
კობახიძის მიერ პრივილეგირებული პატიმრის – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში უკანონოდ მონაწილეობის მხარდაჭერას, დღეს მისი მხრიდან ნაცმოძრაობის ლექსიკით ჩვენზე თავდასხმაც მოჰყვა (ენაც ერთია).გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ იდილიის შემდეგი თვალსაჩინო მაგალითი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 90 ხმით ოცნების და ნაცმოძრაობის მიერ ან კოლექტიური ოცნების და კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ არჩევა იქნება (როგორც იუსტიციის საბჭოზე მოხდა).
ასე წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს მისთვის საოცნებო პარლამენტი – მხოლოდ ოცნებით და ნაცმოძრაობით და მათი ერთობით. ამიტომ ცდილობენ საზოგადოებაში დალექონ აზრი, რომ თითქოს ბარიერს მხოლოდ ეს ორი, ოლიგარქებით მართული, რადიკალური პარტია გადალახავს.
კომენტარები