პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი:
ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი და ხელოვანი ხალხის შეხვევა-გამოყენება იცვლება ხაზარაძის ფონდით, ამ შეხვევა-გამოყენებით ორივენი ხმებს ითხოვენ. ორივე ქველმოქმედებას ეძახის, ამას კი ანგარება ჰქვია და არა ქველმოქმედება. მინდა ვუთხრა ზოგიერთს – ზუსტად იგივეა და ვერ გააპრავებენ ამ ფონდიდან ფულის აღებას ვერანაირი “ევროპულ-ტვორჩესკი “ შეფუთვით. მევახშე ხაზარაძე ვერ “გააპრავებს” ამას ქველმოქმედებით, რადგან ანგარება ანგარებაა.
ზოგიერთები თუ ძველ თაობას აკრიტიკებდით ივანიშვილის ფონდი აფინანსებსო, ხომ არ გგონიათ რომ ხაზარაძისგან მიღებული თანხა თუ ბონუსი სხვა რამ არის და “ლუსტრირებული” არ არის?!
რა – უკეთესი ტიპია ეს მევახშე? (ბნელი 90- იანების) ოლიგარქი არაა თუ როგორც ნოდარ ნათაძე წერდა, 1989 წელს მერაბ კოსტავასთვის არ მოქნევია ფეხი?! მაშ რა ხდება – ეს “ჩვენიანი” ოლიგარქია და “მოსულას” პრინციპია????!!!
ჰოდა, მაშინ ღირებულებებზე ნუ გამოიდებს “ზოგიერთი” თავს და სხვების კრიტიკაც არ -აღარ გაბედონ!
ორმაგი სტანდარტია!..
კომენტარები