დეპუტატი, თამარ კორძაია:
“გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი, სააკაშვილი არის ივანიშვილის პირადი პატიმარი და კობახიძე არის მისი გამხმოვანებელი. ღარიბაშვილი და იუსტიციის მინიტრი იქნებიან პასუხისმგებელნი პირადად. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველანი ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ და რიგში დგანან როგორ გაამართლონ ივანიშვილის სისასტიკე.
ივანიშვილი ამ ყველაფერს აცნობიერებს, მას სურს ეს ყველაფერი. რა მდგომარეობაში ჩაგვყარა ხედავთ? კვირაში 300 ადამიანი გვიკვდება კოვიდით – ლამისაა ვწყდებით. მთელი საქართველო საუბრობს იმაზე გადაიყვანენ, თუ არ გადაიყვანენ. საშინელებათა ჟანრის ფილმში ვყავართ და არანაირი სხვა თემა არ არსებობს. მის სისასტიკეს უკვე საზღვარი არა აქვს. მას უნდა ყველა მოწინააღმდეგე განადგურდეს, მაგრამ ჩვენ არ გავნადგურდებით და თვითონ განადგურდება საბოლოოდ.”
კომენტარები