„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერს მიმართა:
„მარტივ შეკითხვას დაგისვამთ, ჩამოთვალეთ ან დაასახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსა, რომელმაც კორონავირუსით პანდემიის დროს თავის მოსახლეობას არც ერთი თეთრით არ დაეხმარა?!
მე მოგწერეთ თქვენ წერილი, მაინტერესებს ეს stop cov-ის ფონდი რატომ არ არის გამჭირვალე? ფონდში 133 მილიონია აკუმულირებული და ამბობთ, რომ ეს სარეზერვოა.
ეს თუ სარეზერვოა მაშინ გამოიყენეთ ახლა და როდესაც დამატებითი დახმარება ემოვა ის თანხები გამოიყენეთ სარეზერვოთ, რატომ არ აკეთებთ ამას?
133 მილიონით შეგიძლიათ, 423 000 თვითდასაქმებულს ფულადი დახმარება გაუწიოთ. ალბათ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ივანიშვილისგან ელოდებით თანხმობას, სადაც მისი 100 მილიონია. თქვენ არ გაქვთ ამ ფულის განკარგვის უფლება?“
კომენტარები