2020 წლის გაზაფხულზე, გერმანიაში ძალაში შევა კანონი, რომელიც ამ ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების უფლებას მისცემს.
აღნიშნული კანონი საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.
შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი თავისუფალი ვაკანსია იყო და ამ რაოდენობის მხოლოდ გერმანელი მოქალაქეებით შევსება შეუძლებელი აღმოჩნდა.
კადრების დეფიციტი ფიქსირდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა :
- მათემატიკა, ინფორმატიკა და ტექნიკა, სამშენებლო სექტორი და მედიცინა. ბევრი თავისუფალი ადგილია სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში. ასევე, ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა მცირე რაოდენობაც შეიმჩნევა.
სწორედ ეს გახდა ახალი კანონის შემოღების მიზეზი, რაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საკუთარი პროფესიით დასაქმდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. ასევე, გეგმავენ, რომ ამ ქვეყნებში გაცემული დიპლომების გერმანიაში აღიარების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივონ.
ვაკანსიების ჩამონათვალს უცხოელი სპეაციალისტები სპეციალურ ვებპორტალზე ნახავენ და ასევე, გაეცნობიან იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ვაკანსიების დასაკმაყოფილებლად იქნება აუცილებელი. მათ შორის იქნება გერმანული ენის ცოდნა.
newsebi.ge
ახლა გასაგებია, რაზე საუბრობდა ივანიშვილი, როცა ამბობდა, რომ გერმანიაში შეძლებთ დასაქმებასო – ჩამოდით სხვა ქვეყნებიდან და გერმანიაში წადითო!
თუ ენა გეცოდინებათ, კარგი სპეციალისტი იქნებით თქვენი საქმის – გერმანიაში დაგასაქმებენ – რატომ არა, რო?
ყველა ისეთი სპეციალობაა ჩამოთვლილი, რომელიც ჩვენც ძალიან გვჭირდება – მაგრამ საქართველოში ანაზღაურება არ ვარგა, ამიტომ, მოდი, ჩვენ გერმანიაში წავალთ სამუშაოდ და ივანიშვილი ას ქარხანას რომ გახსნის, გერმანელები დავასაქმოთ იმ ქარხნებში.
სამშენებლო სექტორშიც გერმანელები დავასაქმოთ – იქნებ მეორედ და მესამეს ასაშენებელად არ გაგვიხდეს საქმე.
რატომ არ ჩამოვლენ ვითონ გერმანელები? ექსტრემალური დასაქმება შევთავაზოთ – რა იყო, ხელფასს რომ აიღებს, არ იქნება იმ ხელფასის დახარჯვა ექსტრემალური?
ალია
კომენტარები