“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შოვში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მეწყრულ ზონაში სამაშველო ოპერაცია სამ საათიანი დაგვიანებით დაიწყო, ეხმაურება და წერს:
ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა – გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია, ეს იყოს.
წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა …
ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური – ზარალდება ხალხი!
ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები…“
კომენტარები