პოლიტიკოსი ეკა ბესელია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას, იყო თუ არა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასე პასუხობს:
პირდაპირ გეტყვი, ენის მოსაჩლექი რაღა მაქვს, ამის პატიება არავისთვის შემიძლია, არ მჯერა, რომ ეს პარტიის გარეშე მოხდა, არ მჯერა რომ ეს ივანიშვილმა არ იცოდა. თუმცა, ბოლო მომენტამდე არ მინდოდა ამის დაჯერება, და ვიტყვი რატომ არ მინდოდა დაჯერება – 7 წელი რომ ადამიანის გვერდით ხარ, იბრძვი მასთან ერთად და იდეის გჯერა, იმის დაშვება რომ ასეთი რამის მწვანე შუქის ამნთები შეიძლება იყოს ის ადამიანი ვის გვერდითაც იბრძვი, ეს ისეთი წარმოუდგენელია, შეიძლება ყველაფერი ერთბაშად დაგენგრეს თავზე. ამის დაჯერება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როგორც კი ამას სახელი დავარქვი, ვთქვი, მივდივარ და მორჩა.
მე ივანიშვილს ვესაუბრე ამ თემაზე პირისპირ. შევხვდით და მან პირდაპირ მითხრა, შენ ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ჩემი თანხმობით მოხდა? მე ვუთხარი, ყველაზე მეტად არ მინდა დავიჯერო, რომ ამაში ურევიხარ, იმიტომ რომ ამით მე სახელი უნდა დავარქვა, ვის გვერდით ვირძოდი. მან მითხრა, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის გაკეთებული. მე ვუთხარი, რომ არ მჯერა ამ სისულელის და თუ ამ ვერსიას აყალიბებ, მაშინ დაიჭირე ორგანიზატორი, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა – მაჩვენე ის ხალხი. კიო, მაქსიმუმ 1 თვეო და დავიჭერო და ვინ დაიჭირეს, პატარა გოგოები და ბიჭები და ჩემი დასახმარებლები გახდნენ ის ხალხი, იმიტომ რომ მათი ციხეში ყოფნა არაფერში მჭირდებოდა.
კომენტარები