The Washington Post-ზე გამოქვეყნდა ჭადრაკის რუსი დიდოსტატის, განახლების დემოკრატიული ინიციატივის, ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარის, გარი კასპაროვისა და რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, პროფესორ მაიკლ მაკფოლის წერილი :
მაკფოლი ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია.
აი რა წერია წერილში :
“…მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს. დემოკრატიულმა მთავრობებმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ თავიანთ კომპანიებზე, რომლებსაც ჯერ არ დაუტოვებიათ რუსეთი. უცხოური საწარმოები, რომლებიც ეხმარებიან პუტინის საომარ მანქანას, თუნდაც გადასახადების გადახდის უბრალო აქტით, ასევე უნდა დაექვემდებარონ სანქციებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ ასევე უნდა აიძულოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი – რომლებიც ამჟამად ეხმარებიან არსებული სანქციების გვერდის ავლაში, მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა” ნათქვამია წერილში.
მაკფოლი/კასპაროვის წერილში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირაა დასახელებული ოლიგარქად, რომელიც “ეხმარება პუტინს”:
“სანქციები ჯერ კიდევ არ არის დაწესებული ათასობით რუსი ჩინოვნიკის, პარტიის ლიდერების, რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელების, რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი საწარმოების გამგეობის წევრების, პროპაგანდისტებისა და ომის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანების მიმართ. დროა დაამატოთ ისინი სიაში. მესამე ქვეყნების პირებმა, რომლებიც ეხმარებიან პუტინს – როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი – უნდა იცოდნენ, რომ მათაც დაეკისრებათ სანქციები, თუ არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, თუნდაც ირიბად თუ პასიურად, უნდა გადაიხადოს ფასი” ნათქვამია წერილში.წერილთან დაკავშირებით, ტრადიციული ტრადიციული კომენტარი გააკეთა “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ. მისი მტკიცებით, “არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე.”
( ფოტო: ნიუპოსტი)
კომენტარები