სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მამას ყველაზე ერთგული ადამიანი, კაცი და ჩემი მეგობარი ალეკო სამხარაძე. დღეს, 12:30 სთ-ზე ალეკოს პირველი სასამართლო პროცესია, რომელსაც ბრალი წაუყენეს.
როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა მამას ციხის საშხაპეში, მათი მუქარის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ჩვენი ახლო გარემოცვის მოსალოდნელ დაკავებას უკავშირდებოდა, რითიც ცდილობენ მამაჩემის შეშინებას, გაჩუმებას, რომ მათი დანაშაულის შესახებ უფრო მეტი არ შეიტყოს ქართველმა ხალხმა…. ქართული ოცნება / Georgian Dream Bidzina ivanishvili ჩვენი ოჯახი დიდია გეცოდინებათ, ასევე გარემოცვაც და მოგიწევთ ცალკე დაწესებულება ააშენოთ რუსთავში, რადგან არც მამას და არც ჩვენ დამნაშავეების და ლაჩრების არ გვეშინია!”
კომენტარები