პოლიტუკური მოძრაობა ”ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე გამორიცხავს მმართველ გუნდთან შეხვედრას. მისივე თქმით, მმართველ გუნდს თავის დაძვრენის საშუალებას არ მისცემს.
”ხალხმა რაც 20 ივნისის შემდეგ მოიპოვა, ეს პროპორციული არჩევნები იყო, ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ხალხის მიერ მოპოვებული ეს გადაწყვეტილება ისევე დააიგნორა, როგორც ყველა საარჩევნო დაპირება. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ხელისუფლებასთან შეხვედრა, რადგან ხალხს ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო.
თანაც, რასაც ახლა ვუყურებთ, არის დაუსრულებებლი არითმეტიკა – 15 მიმატე, 20 გამოაკელი- არც ლოგიკაა ამაში და არცარგუმენტები. მითუმეტეს რომ, თუ ხალხი არ გაძლევს ხმას, ხელისუფლებაში ვერანაირი ფორმულით ვერ მოხვალ.
ზოგადად კი, სხვა მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო, რადგან „ოცნებას“ განაგებს კობახიძე-კალაძის ტანდემი, რომელთა პოლიტიკური ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ საერთოდ ვერ გაითვალისწინეს რამხელა წნეხი და ზეწოლა წამოვიდოდა დასავლეთიდან და ისევ თავიანთი იაფფასიანი ტრიუკებით უნდოდათ მოსხლეობის გადაგდება.
სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ არც ივანიშვილის ჰქონია არანაირი წარმოდგენა პოლიტიკაზე და ქვეყნის პოლიტიკას სწორედ ამ კობახიძე-კალაძის თვალებით უყურებს.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების იქ მისვლას – როგორც მახსოვს, თავის დროზე, „გირჩს“ და „ქართულ ოცნებას“ ერთნაირი ხედვები ჰქონდათ მარიხუანასთან დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი განაყოფიც საკამოდ კარგად თანამშრომლობს „ოცნებასთან“, კომფორტულად არიან… როგორც ჩანს, მათ ოპოზიციაში ყოფნა არ მოსწონთ და ალბათ, ხელისუფლების კალთის ქვეშ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.
მაგრამ მაინც ვურჩევდი, ჯობს, დაანებონ საარჩევნო მოდელებზე საუბრას თავი და მიხედონ იმ დაპირებებს, რომელსაც არჩევნების დროს იძლეოდნენ. ხალხს ადარდებს მძიმე ეკონომიკური პრობლემები და არა საარჩევნო არითმეტიკა.”
კომენტარები