“იმედინიუსის” მტკიცებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა.
“იმედინიუსი” აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ მათი აზრით, სააკაშვილმა ეს წერილი შემთხვევით დაპოსტა საჯაროდ.
„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერდა სააკაშვილი, “იმედინიუსის” თქმით.
ამ მომენტისათვის, სააკაშვილის გვერდზე აღნიშნული წერილი არ იძებნება.
“ალია” ამოწმებს ინფორმაციას და აქვე გაახლებს მასალას.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ გვერდი სუს-მა გაუტეხა:
კომენტარები