“ივანიშვილს დავტოვებ გალოკილი თითივით, პანღურით გავაგდებ პოლიტიკიდან, ის გასამართლდება საერთაშორისო ტრიბუნალზე”,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ის დანაპირებს შეუსრულებს ბიძინა ივანიშვილს და “დატოვებს ცარიელ-ტარიელს”.
“კრემლი ჯერ მოდის ისევ იმ ფულით და ივანიშვილზეა გაფორმებული ეს ფული და ეუბნებიან აგერ ეს თანხა საქართველო შენი იქნება და რაც გინდა გაუკეთე მაგ ქვეყანას და მაგ ხალხს, მთავარია ხელი არ შეგვიშალო ჩვენ ოკუპაციაში. არ არის ის მარტო საქართველოს პრობლემა, საერთაშორისო პრობლემაა.
მე რასაც შევპირდი ბიძინა ივანიშვილს შევუსრულე და დავუგვირგვინებ, მას დავტოვებ ცარიელ-ტარიელს, გალოკილი თითივით პანღურით გავაგდებ პოლიტიკიდან, მისი ანგარიშები და მისი მილიარდები იქნება დაყადაღებული ის გასამართლდება საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ”
კომენტარები