ლევან ჯავახიშვილი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის, დაუგეგმავი ვიზიტის მთავარი მიზეზი ცნობილია. აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების გაზრდას აპირებს და ამ გაზმა საქართველოზე უნდა გაიაროს იმავე მარშრუტით, რომლითაც დღეს გადის. ალიევმა ეს დეტალები შეათანხმა ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან მცხეთაში, რესტორან „შატო მუხრანში“. ამ შემთხვევაში, საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენიდან, უფრო მეტი გაზი და ნავთობი დარჩება, ვიდრე ამჯამინდელი ხელშეკრულებით რჩება. თუმცა, „შატო მუხრანში“ სხა საკითხიც განიხილეს. „ალიას“ წყაროს თქმით, ალიევმა და ივანიშვილმა ისაუბრეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წილზე, პროექტის გაფაროების შემთხვევაში. აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის გამტარუნარიანობა საქართველოს გავლით მხოლოდ მაშინ გაიზდება, თუკი ივანიშვილი ახალი პროექტიდან მიიღებს მნიშვნელოვან წილს ფულადი სახით. შეხვედრისას ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. დეტლებს კი სამომავლოდ განიხილავენ, დაზუსტდება, რა თანხას მიიღებს ივანიშვილი ამ გაფართოებილი პროექტიდან. ამ საკითხს კი, აზერბაიჯანის გარკვეულ წრეებთან მოლაპარაკების გზით, უჩა მამაცაშვილი მოაგვარებს. სავარაუდოდ, ლაპარაკია წლიურად რამდენიმე მილიარდ დოლარზე. წყარო აცხდებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წილი ფულადი სახით, საქართველოში დარჩენილი გაზისა და ნავთობის წილის ნაწილია, ანუ გამოდის, რომ ივანიშვილი საქართველოსთვის განკუთვნილი წილიდან მიიღებს ფულს და შესაბამისად, საქართველოში ტრანზიტის სანაცვლოდ ნაკლები გაზი და ნავთობი დარჩება. მოკლედ, ივანიშვილი სახელმწიფოს წილს, საქართველოს კუთვნილ ენერგომატარებლებს ჩაიდებს ჯიბეში ფულის სახით. „ივანიშვილს ეს ინტერესი ჰქონდა… ალიევს ამიტომაც შეხვდა“ – ეუბნება „ალიას“ წყარო
კომენტარები