ჟურნალისტი, დავით აქუბარდია, “ტვ პირველთან” ამბობს:
“არა აქვთ უფლება, რომ არ გაათავისუფლონ სააკაშვილი, არ გაუშვან, არ გადაიყვანონ კლინიკაში. უკანონო აქტია ეს. მინდა ივანიშვილს მივმართო, დანარჩენები ყველანი “პეშკები” არიან, არ იყო სტალინი ანა ახმატოვას მოყვარული, მაგრამ აფასებდა მის ნიჭს, მან თვითმფრეინავი გააგზავნა ბლოკირებულ ლენინგრადში და იქედან გამოიყვანა. ბიძინა, გაათავისუფლე, გაუშვი საავადმყოფოში, მე შენ ადგილას მოვინახულებდი კიდევაც.
არ შეიძლება ეს ივანიშვილისგან რომ არ მოდიოდეს, ფობიები აქვს, ეჯავრება ის კაცი, მაგრამ გამოიჩინოს გულმოწყალება, ამდენი დღე რომ შიმშილობს… აწამებენ ამდენი ხანი, მართლა უნდათ მისი სიკვდილი? არ მოკვდება მიშა…
ესენი ცივსისხლიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, არითმეტიკულად ანგარიშობენ, იციან მისი წონა, მისი განვლილი ცხოვრება და იციან, რომ დაახლოებით 40-41 დღე გაძლებს სააკაშვილი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამიტომ ევაჭრებიან, პირდაპირ მიდის ვაჭრობა უკრაინასთან, წაიყვანთ? კიევის საქართველოს წარმომადგენლობასთან მაქვს ინტენსიური კონტაქტი… ბინძური გათვლები აქვს საქართველოს ხელისუფლებას.”
კომენტარები