თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი
– მე მახსოვს, მაშინაც კი, როცა ივანიშვილი ჩრდილში იდგა, საჭირო და გადამწყვეტ მომენტში, თავად ხვდებოდა ელჩებს, ახლა, ამ კრიზისის დროს, ასე არ ხდება, ივანიშვილის ჩამოშორება პროცესებიდან, მისი შვილების ქვეყნიდან წასვლა, მაინც არ გაფიქრებინებთ, რომ ხელისუფლების გადაბარება იგეგმება?
– არა. ივანიშვილს 30-წლიანი პროგრამა აქვს გაწერილი. ივანიშვილმა რომ გაუშვას პოლიტიკური სადავეები ხელიდან და არ ეკავოს პოლიტიკური პულტი კულისებში, მე მაგ კაცს შევიძაგებ!
– არ გაუშვია პულტისთვის ხელი?
– არა, რა თქმა უნდა. არც უნდა გაუშვას, მთელი პასუხისმგებლობა მასზეა. პულტი ივანიშვილს უნდა ეჭიროს, იმიტომ რომ მისი შექმნილია ეს ყველაფერი. მე მამა ვარ ჩემი ოჯახის, მყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, სადაც უნდა წავიდე, ჩემი გავლენა, ყოველთვის იქნება ჩემ ოჯახზე. ივანიშვილი კობახიძეს დაურეკავს, თუ ღარიბაშვილს, მნიშვნელობა არა აქვს, ღარიბაშვილიც ისე მოიქცევა და კობახიძეც, როგორც ივანიშვილი ეტყვის.
კომენტარები