“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ამბობს:
“მე და ჩემი თანაგუნდელები არ ვეთანხმებოდით ამ მტკიცებულებების განადგურებას, აი, დღეს დადგა საკითხი, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, აყენებენ საკითხს, თუ დამნაშავეები ვიყავით, სად არის მტკიცებულებები? მტკიცებულებები წლების წინ გავანადგურეთ, ჩვენ არ დავედით სააკაშვილის რეჟიმის ლიდერების დონეზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ველი და იდეოლოგია აიხსნებოდა იმით, რომ ყველამ უნდა შევძლოთ თანაცხოვრება და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არ იქნება მერყევი. ეს არის დიდსულოვანი ადამიანების მიდგომა, მაგრამ დიდსულოვნებას ვერ მოვთხოვთ იმათ, ვინც თავის თანაგუნდელებსაც უღებდნენ და იმ ფაილებში თავისი თანაგუნდელებიც იყვნენ ასახული სხვადასხვა სიტუაციაში, რომელიც არ არის სასიამოვნო სანახავი.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მიტინგზე გამოდიოდნენ, ყოველ მეორე სიტყვაში ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, რომელიც არ არის ჩემთვის სასიამოვნო, როგორც მისი თანამებრძოლისთვის და რთული ასატანია მათი სიტყვები.
ზუსტად ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს უგულავა, ბოკერია, სააკაშვილი, ადეიშვილი, რომ ფიზიკურად ცოცხლები არიან.
…რომ არა ივანიშვილის ის პოლიტიკური ნება, რომლითაც თქვა, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი რადიკალიზმის კანონის ჩარჩოში მოქცევა, ჩვენი დიდსულოვნებიდან გამომდინარე, უნდა შევძლოთ, რადგან მთელი მსოფლიო თანაარსებობისკენ მოგვიწოდებს… იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა და აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც არ უნდა უნდოდეს სააკაშვილს, უგულავას და ბოკერის, რომ მის რეიტინგში რამე დაწიონ, ვერ დაწევენ, ერთად აღებული ისინი მის მეასედს, კი არადა მეათასედს ვერ გააკეთებენ ამ ქვეყნისთვის და უნდათ, თუ არა უნდა შეეგუონ, მაგრამ სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად არსებობენ, უამრავი ადამიანი, რომლებიც მათი ხელიდან ბრძანებებით, მათი მოქმედებებით განადგურებული, ღირსებააყრილი იყვნენ, უამრავ ოჯახს სიცოცხლე მოუსწრაფეს და ღირსება აყარეს, ეს ადამიანები გამოუტანდნენ განაჩენს.”
კომენტარები