თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გადაცემა “რეაქციაში“ ოლიგარქთან გამართული საიდუმლო შეხვედრების დეტალებზე საუბრობს.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი დღეს სრულად დგას ძალოვანებზე და ყველა საქმეს ის პირადად აკონტროლებს.
“დღეს ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
მოსამართლეები, დღევანდელი პროკურორი და სხვა ძალოვნები, შს-დამ და სუსი-დან. მე რაც იქ დავდიოდი, კვირაში ორჯერ მინიმუმ, ვხედავდი ამ ადამიანებს იქ და ჩემთვის არ არის სიახლე, რომ რუსთავი 2 -ის საქმე იქნება თუ სხვა საქმე, მას ივანიშვილი პირადად აკონტროლებდა. ივანიშვილი დღეს დგას სრულად ძალოვნებზე. ეს არის წრე – მთავარი პროკურორი, სანქცირებული მოსამართლეები და ძალოვნები. დღეს ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს. ეს ხალხი სპექტაკლს დგამს, თითქოს, სახელმწიფო რაღაცას აკეთებს. იგივე სასამართლოები არის დადგმული, სადაც პროკურორები და მოსამართლეები შეთამაშებულად რარაც საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ყველამ უკვე წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ეს ყველა ადამიანი ივანიშვილს ექვემდებარება. ამის კარგი დასტური იქნება, რომ ივანიშვილი არ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე და ჩემო მოსამართლეც ამაზე ვერფაერს იტყვის“
კომენტარები