ივანიშვილის შესახებ კრიტიკული პოსტის გამო, ფოთში, 44 წლის მამაკაცი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. პოლიციის ფორმიანი პირები ფეისბუქპოსტის ავტორს საკუთარ სახლში თავს დასხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
სასწრაფოს ექიმი ამბობს, რომ დაზარალებულს უამრავი დაზიანება აქვს მიღებული.
პოსტი, რომლის გამოც მამაკაცი დაუნდობლად სცემეს სოცალურ ქსელში აღარ იძებნება. გამქრალია თავად დაზარალებულიც. ივანოვზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საქმეში სამართალდაცავები ჩაერთნენ, თუმცა დაზარალებულის ოჯახს საქმის გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან შურისძიების კვალი მმართველი გუნდისკენ მიდის.
საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსაური. სახელმწიფო ინსპექტორის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის გამომძიებელი, აცხადებს, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებენ პოლიციელები და საქმე აღძრულია ძალადობის მუხლით შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგაა აღძრული.
“მიიმდინარეობს საქმეზე გამოძიება. შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე” – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის გამომძიებელი ვლადიმერ ხურციძე.ვლადიმერ ივანოვის ცემის ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. ივანოვის დედა შვილს ამ დრომდე ეძებს. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ვლადიმერ ივანოვს კარი მოტყუებით გააღებინეს და უთხრეს, რომ კორონავირუსზე უნდა შეემოწმებინათ. ორი მათგანი 44 წლის მამაკაცს სცემდა, მესამე კი ვიდეოს იღებდა.
“ჩემი შვილი სასიკვდილოდ დადეს. თავში აქვს დაზიანებები. რომ მოვიდნენ თქვეს, რომ თქვენი შვილი, ორონაზე უნდა შევამოწმოთო. გააღეს კარი და ცემას დაუწყეს. სიკვდილზე დადეს ჩემი შვილი” – აცხადებს ივანოვი დედა.
კომენტარები