პროცესზე ვკითხე ივერი მელაშვილს, 4 წელიწადში რა შეიცვალა ისეთი, რომ შენ საზღვარი მთის წვერზე ამოიტანე-თქო. მან თავი დახარა და ხმას არ იღებდა. მართალი კაცი თავს არ ხრის და არ ჩუმდება – პასუხს იძლევა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.
„ივერი მელაშვილი ფენომენალური მსახიობობით გამოირჩევა. როცა ვხვდებოდით გვესაუბრებოდა ძალიან დაღვრემილი, ამბობდა, რომ გული სტკიოდა და წუხდა, ჩვენც ვენდობოდით და მივყვებოდით. როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ ყველაფერს შვრება და ცდილობს, უჯერებ და ჩვენც გვჯეროდა მისი, ვიდრე არ დადგა 2014 წლის 6 მაისი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები