პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“თქვენ ივლიდით იმ მანქანით, რომელსაც არ აქვს მუხრუჭი? არ აქვს ღვედი? არ გაუვლია ტექდათვალიერება და ყოველდღე გიქმნით შეჯახების რისკს? რომელსაც არ აქვს უსაფრთხოების ბალიში? რომელსაც მართავს არაკომპეტენტური, უვიცი და მთვრალი მძღოლი? რომელიც არ ცნობს და არ ემორჩილება მოძრაობის საერთაშორისო ნორმებს და წესებს? ჩაასხამდით ასეთ მანქანაში საწვავს? იმ მანქანაში, რომელსაც გამუდმებით სულ სხვა მიმართულებით მიყავხართ და თან თქვენი დროზე ადრე ჩამოგდება სურს, რომ სხვა მგზავრი აიყვანოს? ხომ არ ივლიდით? არა! და მაშინ რატომ “ვასხამთ საწვავს” ამ სახელისუფლებო მანქანაში, რომლის მძღოლიც ძალაუფლებით მთვრალია, მიგვაქანებს საპირისპირო მიმართულებით, გზადაგზა არღვევს წესებს, კრეფს სიჩქარეს და აღარ ამუხრუჭებს?!”
კომენტარები