ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ამოვიდა ყელში ეს დემაგოგია და თუქსუსობა რა…..
ენმ-ში პროცესებს მართავს არა ვანო და დათო არამედ მ ი შ ა!
სწორედ მიშამ გადაწყვიტა, რომ უნდა მოეყვანა მენეჯმენტი, რომელიც 2024 წლის საარჩევნო სიის შედგენისას უმთავრეს პოლიტიკურ მოთხოვნას და `მეგა-პროექტს` შეასრულებდა.
უმთავრესი მოთხოვნა კი 2024 წლის არჩევნებზე მიშას საარჩევნო სიის მაქსიმალური მრავალპარტიულობაა!
გოგიტა ვაშაძე მხოლოდ პირველია. სხვა ბევრიც იქნება მომავალ წლამდე.
ეს მიშას გათვლილი სტრატეგიაა 2020 წლის საარჩევნო სიიდან დაწყებული, რომელიც თავიდან ბოლომდე მან დაწერა. იმიტომაც იყო ის სია `მრავალპარტიული` და ასე იქნება 2024 წელსაც.
ნიკა ამაში ხელს შეუშლიდა 2020 წელსაც (მაშინ გრიგოლი იყო თავმჯდომარე და არა ნიკა) და ხელს შეუშლიდა 2024 წელსაც!
ამაშია საქმე.
რატომ? ოოოოოო აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა.
ანუ რატომ უნდა მიშას (უნდოდა და უნდა) მისი საარჩევნო სია მრავალპარტიული იყოს? რომან გოცირიძემ რომ თქვა ახლახანს: `2020 წლის 36 დეპუტატიდან 20 ენმ წევრი არ იყოო და…..`
იმიტომ, რომ…… 2024 წლის არჩევნებზე უმცირესობის მიღებულ პროცენტებს არანაირი რეალური მნიშვნელობა არა აქვს – 20% იქნება თუ 25%.
მთავარი სხვაა.
მიშას ეს არ ეშლება.
არანაირი ილუზიები ამასთან დაკავშირებით არა აქვს.
`იზოლაცია` არა კვატი კიდევ.”
კომენტარები