პარტია “სამართლიანობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, გენ. ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“არაფერს ვამტკიცებ… მით უფრო არც არავის ვიცავ…
რაზე მეტყველებს ბოლო დღეებში “აწეული” ფაქტები. ვინ ვის ამტყუნებს და ვინ ვის “უსწორებს”. ვინ ვის ძირავს სხვისი გამოყენებით?
ვინაა ის ვისაც აწყობს ლევან იზორიას ძმის მოქმედების წარმოჩენა ქვეყნის დაქცევად, რომელიც, წლების წინ მოხდა (რომელსაც არც იზორია იწონებს და მაქსიმუმ ადმინისტრაციულ დარღვევას არ სცდება) და ეხლა “გამოაქვეყნეს”. ვაკვირდები და ეს დღეები იზორიას მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. რატომ ეხლა. თან გაუჩერებლად…
ვის აძლევს ხეირს და მას ვინც მის ადგილს დაიკავებს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შეფად და ვინც თავის მეგობართან ერთად გახარიას მეშოკში ამყოფებს. ვინც წლების წინაც ნაძირლობით გამოირჩეოდა და ეხლაც ისე აგრძელებს. რაც იცის იცის, ვერ წაართმევ….
იზორიას და გომელაურის შეფასება აღნიშნულ ფაქტზე არად ჩააგდო პრემიერმა, დაივიწყა “გუნდელობა” (ამითაც ვერ დამალა მათ მიმართ რეალური განწყობა, რაც ისედაც ვიცოდით) მსწრაფლ იცვალა ათასგზის გამოცვლილი სახე და სამართლიანობისთვის მებრძოლ პრემიერად გამოგვეცხადა.
პოლიციელის დამცველად მოგვევლინა.
ეს ის გახარიაა ცოტა ხნის წინ მთავარი პოლიციელის მუნდირს, რომ ატარებდა, სისტემა, რომ ჩამოანგრია და პოლიციელები მაგინებლად გაიხადა.
გამოდის და ჩვეული ყელყერაობით აცხადებს იზორიას ძმა კიარა, ჩემი ძმა, რომ იყოს უფრო მკაცრი ვიქნებოდი შეფასებაშიო…
ოოო რა მკაცრი ხარ “სპოილერ”…
ან რა ფორმაა შეფასების, აზრის გამოთქმის —- “იზორიას ძმა კიარა”. ცოტა ხნის წინ კოლეგები იყვნენ…
დიპლომატიაში, რომ ნულია ქვეყნის პრემიერი ეს არახალია და ქვეყნის იმიჯს ვნებს.
ვიის რაას უმტკიცებს, ვიის აშიინებს. თუმცა რაა გასაკვირი იმ კაცისგან, რომლის ტრენდი ტყუილი და ორპირობაა?
რისი გადაფარვაც სურს ამით არ გამოუვა… ის დაამთავრებს ყველაზე ცუდად იმ პრემიერებს შორის, ვინც იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს…”
კომენტარები