თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დათუნა სარალიძესთან ერთად მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ჯანაშიას გათავისუფლების შემდეგ, საუბრობენ იმაზეც, რომ საპყრობილე დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გუგა ბარბაქაძემაც შეიძლება დატოვოს.
ლევან დადუნაშვილი ოჯახი მედიასთან მოკლე კომენტარს აკეთებს:
“ჯანაშია ჩვენი პრობლემა არ არის, მიმართეთ სარალიძის მამას. ჩვენ ჯანაშიასთან მიმართ სარალიძის საქმის განხილვის საქმეში არასდროს შევდიოდით.
უზენაეს სასამართლოში როცა მიდიოდა საქმის განხილვა, დიდი შეღავათები გაუკეთდა (ჯანაშიას), 4 წლამდე შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთა”
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია თავისუფალია. 16 წლის დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა საპყრობილეში მხოლოდ სამი წელი დაჰყო.
მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მას თავდაპირველად პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და სასჯელი 4 წლამდე შეუმცირა, უდოს კომისიამ სასჯელის 3/4-ის მოხდის შემდეგ, გაათავისუფლა.
კომენტარები