ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, გამოიკვლიეს ის მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას, მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას, გიორგი ბარბაქაძეს და საქმეში მონაწილე სხვა პირების გადაადგილებას:
„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები. ჩვენს მიერ გამოკვლეული იქნა, უშუალოდ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ასახავს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას, მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას, გიორგი ბარბაქაძეს და საქმეში მონაწილე სხვა პირების გადაადგილებას. კერძოდ, მათ მისვლას 51-ე სკოლის ტერიტორიაზე, მათ შეკრებას და შემდგომ მათ გადაადგილებას ხორავას ქუჩაზე. ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული პირები მას შემდგომ, რაც სრულდება კონფლიქტი ხორავას ქუჩაზე, ტოვებენ ამ ადგილს, გამორბიან და მირბიან სხვადასხვა მიმართულებით. ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული მიხეილ კალანდია, მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია მიიყვანეს მიხეილ კალანდიას საცხოვრებელ სახლში. კონკრეტული ავტომობილით, რომელიც ვნახეთ ვიდეოში და გამოვიკვლიეთ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ და გამოვიკვლიეთ უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე პირები, რომლებიც თავიდანვე გამოძიების ეტაპზე ცნობილები იყვნენ. მათთან პოლიციის თანამშრომლის გასაუბრება, რომელსაც ჩვენ მოვუსმინეთ და დადასტურდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან.
პირები, რომლებიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ახსენებენ მიხეილ კალანდიას და იმ ფაქტს, რომ ბრალდებული იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტში მონაწილეობდა. ასევე მიუთითებენ იქ მყოფი პირების როლზე. რაც შეეხება, მოწმეთა ჩვენების შინაარსს, როდესაც ჩვენ სხდომაზე დავკითხეთ გ.ჯ და გ.ბ მათ უშუალოდ მიუთითეს მიხეილ კალანდიაზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ სუბიექტზე და ამხილეს მ.კ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში“
კომენტარები