იმიერბაიკალეთის მხარის ჯანდაცვის მინისტრმა, ვალერი კოჟევნიკოვმა საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მკურნალობის პირობები შეამოწმა. ნიღბითა და სათვალით აღჭურვილმა მინისტრმა ყურადღებით გასინჯა პაციენტი, ჩინეთის მოქალაქე ვან იუნბინი და განაცხადა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიდის.
ვიზიტის ამსახველ ვიდეომასალაში სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ერთ უჩვეულო დეტალს მიაქციეს ყურადღება. მინისტრს ეკეთა სათვალე, რომელსაც მოთხილამურეები, ან მოტოსპორტის წარმომადგენლები იყენებენ.
თავად პაციენტმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ გარშემომყოფების ჯანმრთელობას, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნა. ამასთან, რუსეთში მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით მან უკმაყოფილება გამოთქვა.
კომენტარები