მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, მისი ყველა უწყება და ჯანდაცვის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართული პროცესის მართვაში.
„ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროცესს გავუმკლავდეთ. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო როგორც მედიას, ასევე მოსახლეობას – ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა, ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები