რას წერდა “ალია” 12 წლის წინ
“ალია”, 2009 წელი, ავტორი თამარ როსტიაშვილი
ორიოდე დღის წინ მსოფლიო შეძრა იმ ფაქტმა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შესაძლოა, ბრალდების საგანი გახდეს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და ნახევარზე მეტი ექსპერტების წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. არადა, “ჯანმოსთვის” წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმეა _ ეს არის eiC1en1 ვირუსის მე-6 დონის პანდემიის ცრუ გამოცხადება და პირდაპირი ფინანსური გარიგება ფარმაცევტულ კომპანიებთან. დღეს საქმეს იძიებს ევროპარლამენტის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ევროკავშირის პარლამენტის ჯანდაცვის კომისია.
მაშასადამე, ერთი კვირის (არც კი) წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად დაადანაშაულეს კორუფციაში და საკმაოდ მძიმე ბრალდება წაუყენეს. ვიმეორებთ ერთი კვირის წინ! აი, რას წერდა “ალია-ქრონიკა” ოთხი თვის წინ.
“ქრონიკა”, 2009 წლის ივლისი
`ვირუსულოგი მადონა სრესელი “ალია-ქრონიკას” უშიფრავს სქემას, რა გზა გაიარა ხელოვნურად მიღებულმა სასიკვდილო ვირუსმა საქართველოში შემოსვლამდე… ხელოვნურ ვირუსს მეცნიერთა ჯგუფი არ ქმნის. ქმნის ერთი, მაქსიმუმ ორი ბიოლოგი, ვინაიდან ინფორმაცია მკაცრად უნდა იყოს გასაიდუმლოებული. როგორც წესი, ეს ბიოლოგები მუშაობენ რომელიმე ფარმაცევტულ სინდიკატზე, რომელმაც შემდეგ ანტივირუსი უნდა გაყიდოს. ეს ფარმაცევტული სინდიკატი, თავის მხრივ, მუშაობს სახელმწიფო ორგანოს უსაფრთხოების ან უშიშროების ერთ-ერთ რგოლზე, რომელიც მას აკონტროლებს იმისთვის, რომ ანტივირუსის გაყიდვიდან შემოსული მოგების გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიქაჩოს. კიდევ ვიმეორებ, საუბარია სახელმწიფოს ერთ კონკრეტულ უშიშროების რგოლზე, რომელიც, თუ გაიშიფრა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში გადაეცემა იმავე სახელმწიფოს, მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ- (ამას “ალია-ქრონიკა” წერს ჯანმოს ექსპერტების აყვანამდე ოთხი თვით ადრე).
“ქრონიკა”, 2009 წლის აგვისტო
`ვახტანგ ნაზღაიძე, მირკობიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი:
_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა 12 აგვისტოს აწყობს შეხვედრას. ამ სხდომაზე მეცნიერები (`ჯანმოს~ ექსპერტებზეა საუბარი) ჩაატარებენ იმ ჰიპოთეზის შესწავლას, რომელიც “ღორის გრიპის” ხელოვნურ გამოყვანას ეხება და რომელსაც თავისი ავტორი ჰყავს _ ავსტრალიერი ვირუსულოგი ანდრიან გიბსი. სწორედ ანდრიან გიბსიმ დაუშვა, რომ eiC1en1 ვირუსი არის `ადამიანის ხელის ნახელავი”.
_ სხვათა შორის, “ქრონიკა” პირველი წერდა ამის შესახებ!
_ და მინდა გითხრათ, რომ გიბსის ამ მოსაზრებას `ქრონიკის” სტატია უსწრებდა წინ. ანდრიან გიბსი – ეს უცნობილესი და უსერიოზულესი მეცნიერი ამტკიცებს, რომ eiC1en1 ვირუსი მიღებულია ერთ-ერთ ლაბორატორიაში.
_ მოკლედ, პასუხს ველოდებით მექსიკიდან?
_ დიახ, იქ ახლა, ფაქტობრივად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა.
`ალია”, 2009 წლის ნოემბერი
`რასაც ახლა დავწერთ, ფაქტებით დავამოწმებთ.
პირველი კითხვა ასეთია _ რატომ არ უკეთებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რატიფიცირებას`eiC1en1 ვაქცინებს, როცა ეს ვაქცინები უკვე გამოგონილია, გამოცდილია და ფაქტობრივად, რეალიზაციისთვის გამზადებული? მხოლოდ `ჯანმოს” ნებართვა სჭირდება, რომ გავიდეს ქსელში, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ნებართვას აყოვნებს. როგორც ამბობენ, `ჯანმოს” ამისი მიზეზიც აქვს _ `ტამიფლუს” უზარმაზარი პარტიაა გასაყიდი. ვაქცინის გამოსვლა ბაზარზე კი ამ ანტივირუსული პრეპარატის ჩაწოლას ნიშნავს. არადა ქვეყნებია ვაქცინის რიგში! ამიტომაც ოქტომბრის დასაწყისში `ჯანმომ” გააკეთა ოფიალური განცხადება იმაზე, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ის მისცემს რატიფიცირებას `ღორის გრიპის” ვაქცინას. განცხადება გაკეთდა ოქტომბრის დასაწყისში, ხოლო ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში `ღორის გრიპის” ახლად მოვლენილი კალიფორნიული შტამისგან ხალხი პანტაპუნტით იხოცება”.
`კიდევ უფრო ღრმად `გაქექვის” შემდეგ, ის დოკუმენტიც ჩავიგდეთ ხელთ, რომლითაც ირკვეოდა, რომ 2001 წლამდე `ჯილდ საიენსში” მუშაობდა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უმცრსის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი. 2005 წელს რამსფელდი გახლდათ ბუშის ადმინისტრაციის წევრი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და `მის” პრეპარატს ყიდულობს სწორედ ამერიკა.
ვინაიდან და რადგანაც, `ჯანმოს” ექსპერტების საქმე ძიებაშია, გამოძიების ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი არ გამომზეურებულა. თუმცა, ჩვენმა კოლეგა ევროპელმა ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს ზოგიერთი მათგანის მოპოვება. ჩვენთვის სკანდალური კი ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ ამ დოკუმენტებში მოიხსენიება საქართველო და აეროპორტთან მდებარე `ალექსეევკის” რეფერენს-ლაბორატორია.
წინასწარი მონაცემებით, საუბარია ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. კერძოდ, კონსპირაციულ გეგმაზე, რომელიც შედგა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის რიგ ექსპერტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ზოგიერთი ამ ფარმაცევტული კომპანიის უკან კი გარკვეული პოლიტიკური ძალები მოიაზრებიან. დღეს გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს _ ისევე, როგორც მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემთხვევაში, `eiC1en1 ვირუსის გაჩენასთან დაკავშირებული საეჭვო საფუძვლები შესაძლოა, ორ მიზეზთან იყოს დაკავშირებული. ესენია _ შეთქმულება და მუტაცია.
შეთქმულებით დავიწყოთ. როგორც გამოძიება ვარაუდობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე პირთა საეჭვო კავშირები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. სწორედ, მაშინ გამოჟონა ასეთმა ინფორმაციამ, რომ პანდემია, ანუ მსოფლიო მასშტაბის მუტაცია გამოწვეული იქნება ე.წ. `ფრინველის გრიპის” მუტაციის შედეგად. ამ დაავადების ნაირსახეობის მიზეზით კი სიკვდილიანობა მიაღწევს 70%-ს. ისმება კითხვა, საიდან იცოდნენ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 2004 წელს, როდესაც `ფრინველის გრიპი” მსოფლიოში გაჩნდა 2005 წელს, ხოლო მისმა შტამმა მუტაცია, ანუ `ღორის გრიპად” გადასხვაფერება განიცადა 2008 წელს. არადა, ამის დოკუმენტები `ჯანმოში” უკვე 2004 წელს იდო. თუმცა, როგორც ჩანს, აქ ერთი რამ ვერ გათვალეს `ჯანმოს” ექსპერტებმა _ ის, რომ სიკვდილიანობა 70%-ს არ მიაღწევდა. უბრალოდ, ფაქტია, რომ სიკვდილიანობის ასეთი მასშტაბებისთვის არც ერთ ვირუსს _ არც `ფრინველის” და არც `ღორის” გრიპს არ მიუღწევია. გამოძიების ხელთ არსებულ დოკუმენტებში, `ჯანმოს” ექსპერტებთან მომუშავე გარკვეული ჯგუფის გეგმა ასეთი იყო:
`ფრინველის გრიპის” ვირუსი ადამიანს მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ ასნებოვნებს, მაგრამ მას ძალუძს შეერიოს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსს და მუტაცია განიცადოს. ასეთი შერწყმა კი შეიძლება ღორის ორგანიზმშიც მოხდეს. ღორები საკმაოდ ადვილად ავადდებიან ადამიანისა და ფრინველის ვირუსით და მათ ორგანიზმში ხდება რეასორტაცია _ ანუ შტამების აღრევა და ერთი საერთო ვირუსის მიღება. ღორის ორგანიზმში გამოყვანილ და მერე იქიდან ამოღებულ შტამს თუ ადამიანის ორგამიზმში შევუშვებთ, ვიღებთ ახალ ვირუსს, რომელსაც შეუძლია, ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს. აი, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და თვლის, რომ პირველი ვერსიის, ანუ კონსპიროლოგიური ვირუსის ხელოვნური გავრცელების სასარგებლოდ საკმაოდ ბევრი რაოდენობის ფაქტებია დაგროვილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეგნებულად უგულებელყო მსოფლიო მასმედიაში (აქ `ალია” და `ქრონიკაც” მოიაზრება) ამოტივტივებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიოში ინფექციის შეგნებულად გავრცელებასთან. აქ უნდა გავიხსენოთ, უკიდურეს შემთხვევაში სამი მათგანის შესახებ.
პირველი ფაქტი, კუბის დივერსია ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით. სამი წლის წინათ კუბაში მოულოდნელად დაიწყო აფრიკული ჭირის ეპიზოოტია, რომელმაც გაწყვიტა ღორების დიდი რაოდენობა. ამავე დროს, აშშ-მ და მის კონტროლქვეშ მყოფმა ფარმაცევტულმა საერთაშორისო კომპანიებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ კუბის ჯანდაცვის ორგანოებს ვერ შეეძინათ მსოფლიო ბაზარზე ქიმიკატები, რომელიც აუცილებელია აფრიკულ ჭირთან საბრძოლველად. აღნიშნული ფაქტების შესწავლაზე დაყრდნობით, მექსიკელ მეცნიერთა ჯგუფმა ბუნებრივი სიმდიდრეების კვლევისა და დაცვის ინსტიტუტიდან პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებაში ლათინური ამერიკის ქვეყნების წინააღმდეგ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა `ჯანმოს”. მათში საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ბუშის ადმინისტრაციის ფარგლებში მომუშავე `ცრუ-მ ჰემორაგიული კონიუნქტივიტის ვირუსი შეიტანა კუბაში, საიდანაც ვირუსმა გადაინაცვლა პანამაში, სურინამში, ჰონდურასში, კოლუმბიასა და ვენესუელაში.
მეორე ფაქტი! 2002 წელს საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროებს შორის იქნა ხელმოწერილი შეთანხმება `ტექნოლოგიებისა და პათოგენების თანამშრომლობის სფეროს შესახებ, ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით”. 2004 წელს, თბილისში სენატორ რიჩარდ ლუგარის ვიზიტის დროს, მიღწეულ იქნა მოლაპარაკება `ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიის” შექმნის შესახებ დაბა ალექსეევკაში თბილისის მახლობლად. ამ ლაბორატორიის შექმნის შემდეგ კი, ყველას კარგად ახსოვს, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ რუსეთში გავრცელდა აფრიკული ჭირის ეპიდემია შინაურ ცხოველებში.
მესამე ფაქტი! საქმე ეხება უშუალოდ `ფრინველის გრიპს”, რომელიც ადრე ცნობილი იყო `ესპანურას” სახელწოდებით. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელმა მეცნიერებმა გარკვეული მიზნების გამო, ჯერ კიდევ 1997 წელს, ამოთხარეს ალასკაზე 20-იან წლებში `ესპანურას” ეპიდემიისგან დაღუპული ადამიანის სხეული და აღადგინეს ვირუსის კოდი.
მეოთხე ფაქტი! ზუსტად სამი თვის წინ, ჩეხური ფარმაცევტული კომპანია `ბიოტესტის” ლაბორანტმა, რომელიც ამერიკული კომპანია `ბაქსტერისგან” მიღებულ ვაქცინაზე ატარებდა ცდებს, აღმოაჩინა, რომ `ბაქსტერის” მიერ წარმოებული ვაქცინა შეიცავდა ცოცხალ, აქტიურ `ფრინველის გრიპის” ვირუსსა და ადამიანის `eiC3en2 ვირუსს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოში მზადდებოდა ახალი ვირუსის შემოყვანა, იგივე `ფრინველის გრიპისა”, რომელიც უკვე ფრინველიდან ადამიანს კი არა, არამედ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. აი, მაშინ კი სიკვდილიანობას შეიძლება მართლა 70%-სთვის მიეღწია. ვაქცინა კი წინასწარ მზადდებოდა (როდესაც სასიკვდილო ვირუსი ხელოვნურად გზით იქმნება, ჯერ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა მზადდება, შემდეგ კი უკვე ეს სასიკვდილო ვირუსი ვრცელდება ბიოლოგიური გზით. _ თ.რ.). მაშინ სკანდალის ჩაფარცხვა შესაძლებელი გახდა. მაგრამ (დაძაბეთ ყურადღება და ყველამ გაიხსენეთ)… ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2008 წლის 28 აპრილს შვეიცარიაში აფეთქდა `ღორის გრიპის” ნიმუშებით სავსე კონტეინერი. მოცემული ფაქტები იმას ცხადყოფს, რომ ვირუსული პრობლემატიკა გახდა ინტენსიური ინფორმაციული კამპანიის საგანი. შესაძლოა, სწორედ მოვლენების ასეთ განვითარებაზე მიანიშნებდა 2009 წლის ოქტომბერში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც მაშინ თქვა: `დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, არ გაივლის 6 თვეც და მსოფლიო ბარაკ ობამას ისეთ გამოცდას მოუწყობს, როგორც მოუწყო ჯონ კენედის”.
და აი, მსოფლიო დადგა იმის თეორიული საშიშროების წინაშე, რომ `ღორის გრიპი” გადაზრდილიყო საყოველთაო პანდემიაში. მაგრამ, თუ ჯოზეფ ბაიდენს მხედველობაში ჰქონდა ეს და იცოდა ამის შესახებ, რაღა მტკიცებულებაა საჭირო იმ ვერსიისა, რომ ე.წ. `ღორის გრიპი” და მსოფლიო ფინანსური კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი და ისინი იქითკენაა მიმართული, რომ კაცობრიობა, გარკვეული დროის განმავლობაში, ერთიმეორეზე მიყოლებული სტრესების ქვეშ დააყენოს, რათა ხალხი უფრო მორჩილი გახადოს `გლობალური მმართველობისა” და მსოფლიო ბატონობის მოსამზადებლად.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ პანდემია _ ეს არის `მსოფლიო ფინანსური კრიზისის” შემდეგ მეორე ტალღა, რომლითაც `გლობალური ელიტა” ცდილობს, გადაფაროს მსოფლიო თავისი ბატონობისა და შენარჩუნებისთვის, ასევე, მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის დესტრუქტურიზაციის მიზნით, ისარგებლოს ერთმანეთან სუსტად დაკავშირებული ფრაგმენტირებული ტერიტორიების ცხოვრების დაბალი დონით…
მე არ ვარ პოლიტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტი, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში ამდენი წლის მუშაობის შედეგად, დღითი დღე უფრო ვრწმუნდები, რომ ჯანდაცვა _ ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი. `ფრინველისა” და `ღორის გრიპთან” დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა კი ერთ რამეს მიმახვედრა _ მსოფლიო ტერიტორიული და ეკონომიკური სივრცის `ბალკანიზაციის” ტენდენციას უნდა დაემატოს საზღვრების ჩაკეტვა სწორედ ვირუსული ინფექციის მოტივით და აღარავინ აღარ იფიქრებს ახალი მსოფლიო ვალუტის შემოტანის პროექტების შესახებ, რომელიც, მაგალითად, დოლარის ალტერნატივა იქნება. მსოფლიო ბაზარი უნდა იქნეს დაყვანილი ბარტერამდე, ნაციონალური საზღვრები _ ჩაკეტვამდე და სრულ ქაოსში ჩაფლობამდე. მაშინ რაღა საჭირო იქნება ბირთვული იარაღი, როდესაც არენაზე გამოვა ბაქტერიოლოგიური იარაღი.
2009 წლის სექტემბრის ბოლოს, ვაშინგტონიდან ახლად ჩამოსულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსს _ პაატა იმნაძეს ვესაუბრე `ყირიმ კონგოს” დაავადებასთან დაკავშირებით. მაშინ ეს ინტერვიუ არ გამომიქვეყნებია, იმიტომ, რომ… რა დასამალია და, ჩვენი ამ საუბრის შემდეგ, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილი დავრჩი. ახლა ვაქვეყნებ… ბატონი პაატა ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, იმედია, გაიხსენებს ჩვენს საუბარს.
_ ბატონო პაატა, არ გეჩვენებათ, რომ `ყირიმ კონგოთი” საქართველოს ისტორიაში პირველად ადამიანის დასნებოვნება გარკვეულ კითხვებს ბადებს?
_ მაგალითად, რა კითხვებს?!
_ მაგალითად, იმას რომ ვირუსი ხელოვნურად არის პროვოცირებული?
_ კარგი რა, თამრიკო, კარგი რა… ჯერ იმ `eiC1en1 ვირუსზე რეებს წერთ, რომ ხელოვნურად არის შემოტანილი, თან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისკენ იშვერთ ხელს… კაი რა.
_ ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა დავწერო, ჩვენს კითხვებს ყოველთვის პასუხობთ და ამიტომაც არც ვმალავ, რომ ერთ-ერთი კარგი რესპონდენტი ხართ?
_ იმიტომ, რომ მეცინება. ამაზე შეიძლება მხოლოდ გაეცინოს ადამიანს. რასაც თქვენ წერთ, ეს არის სასაცილო.
_ მაინც რაზე გეცინებათ?
_ მაგალითად, ვაქცინებზე, რომ ვიღაცა ვიღაცასთან არის გარიგებული, რომ `ჯანმო” ლობირებს და აშ. მეც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტი ვარ, ე.ი. მეც გარიგებაში ვარ?! კარგი რა, ასეთი სისულელეების წერა არ შეიძლება.
პაატა იმნაძეს, კარგ რესპონდენტსა (დღესაც ასე ვფიქრობ) და კიდევ უფრო კარგ მიკრობიოლოგს, მაგრამ რეალობისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ პიროვნებას (თუ, უკაცრავად და, ძალით არ იდებილებს თავს), ორი თვის წინ რომ არ გასცინებოდა `ქრონიკასა” და `ალიაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე, ყურმილი აეღო, ჟენევაში თავისი კოლეგა ექსპერტებისთვის გადაერეკა და უბრალოდ, ეთქვა: `აი, ძამია, ჩვენს პრესაში იბეჭდება ესა და ეს, და კიდევ ესა და ეს…” იქნებ, ორი თვის შემდეგ ის მისი კოლეგები ციხის კანდიდატები არ გამხდარიყვნენ, ხოლო მსოფლიო პრესას არ შეძრავდა შემდეგი ინფორმაცია:
26 ნოემბერი, 2009 წელი. გაზეთები `ინფორმათიონი” (დანია), `დეილი ტელეგრაფი” (ბრიტანეთი), `ვაშინგტონ პოსტი” (აშშ)…
`ევროპაში დიდი სკანდალი მწიფდება. აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია ფარმაცევტებთან არის გარიგებული. საუბარია, ვირუსის შესაძლო ხელოვნურ გამოყვანაზე და მისი საწინააღმდეგო პრეპარატების გაყიდვაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ნაწილი გარიგებულია და მოსყიდული ფარმაცევტული კომპანიების მიერ. პირველად, ეს დანიელმა ჟურნალისტებმა გახეთქეს (ანუ, გახეთქეს ის, რასაც `ქრონიკა” და `ალია” ოთხი თვით ადრე წერდა. _ თ.რ.). გარკვეული მონაცემებით, `ჯანმოს” მიერ ფარმაკონცერნებისგან აღებული თანხა 7 მილიარდს შეადგენს (`ქრონიკა” 15 მილიარდს ასახელებდა. _ თ.რ.). გრიპის ახალმა ვირუსმა ახალი სახის აფიორა წარმოშვა და სწორედ `ჯანმოს” ექსპერტების წყალობითა და ზეწოლით გამოცხადდა პანდემია. `ჯანმოს” ექსპერტთა ჯგუფს სათავეში ედგა ჰოლანდიელი ექიმი ალბერტ ოსტენჰაუსი, მეტსახელად დოქტორ ფლიუ (`ქრონიკა” ასახელებდა ავსტრალიელ მეცნიერს ანდრიან გიბსის, რომლის გამოყვანილიცაა eiC1en1 ვირუსი სწორედ ფარმაკომპანიების დაკვეთით და დღესაც იგივე აზრზეა. _ თ.რ.). `ჩვენ ვიცით, რომ ფარმაცევტული კომპანიები არიან `ჯანმოს” კონფერენციების სისტემატური სტუმრები. ხოლო `ჯანმოს” ექსპერტები ამ ორგანიზაციაში მუშაობას უთავსებენ ფარმაკომპანიებში მუშაობას”. _ განახცადა `ბი-ბი-სი”-ზე დანიელმა ჟურნალისტმა. მისი სტატიის შემდეგ, ოსტენჰაუსის მოღვაწეობას ჰოლანდიის მთავრობის სპეციალური კომისია იძიებს”.
ამჯერადაც ვეცადეთ, პაატა იმნაძეს დავკავშირებოდით, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფება.
როგორ არის ის ქართული ანდაზა? იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.
კომენტარები