ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
ჯანდაცვის სამინისტრო იმ ხალხის სამინისტრო არ არის, რუსთაველზე რომ ასისხლიანებენ? ეს დღეები სულ 9 აპრილის კადრები მიდგება თვალწინ და მახსენდება საბჭოთა საქართველოს საბჭოთა ჯანდაცვის მინისტრი, მენაღარიშვილი, გულგახეთქილი ძალიან ხშირად რომ აწვდიდა მოსახლეობას განახლებულ ინფორმაციას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით. ახლა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე რუტინული წარმატებებით ტკბობის მეტს ვერაფერს ნახავთ. სულაც რომ მართლა კრიმინალები დათარეშობდნენ რუსთაველზე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად არ უნდა იდებოდეს განახლებული ინფორმაცია? რა უცნაური გულგრილობაა.
კომენტარები