საქართველოში მხოლოდ “ჯანმოს” ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებლების მხირდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ქვეყანაში დღეს შემოტანილი Sinofarm-ის ვაქცინა ამ დროისთვის მხოლოდ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდანაა აღიარებული.
ამ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი ჯანმოს ავტორიზაციის მიღების შემდეგ გაიწება.
“ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში“, – აცხადებენ სამინისტროში.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.
ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
კომენტარები