“ახალი საქართველოს” დამფუძნებელი და ლიდერი, გიორგი ვაშაძე, წერს:
“იმის მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, რადგან ვაშაძემ და ოპოზიციამ თქვა, არის ან სიბრიყვე ან მიზანმიმართული მავნებლობა -დანაშაული! რადგან შესაბამისი ალგორითმით სწრაფი და მასობრივი ტესტირების პირობებში მოგვიწევდა არა მთელი ქვეყნის გამოკეტვა და იზოლაცია, არამედ მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლების მქონე მოქალაქეების.
დამაზიანებელია არა სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, არამედ იმ ტიპის ბრიყვული პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რომელთაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აკეთესებს. ჯერ იყო და მასობრივ ტესტირებაზე უარის თქმის საფუძვლად ტესტების ხარისხს იყენებდნენ, ახლა, როცა მასობრივი ტესტირება-დიაგნოსტიკა წარმატებულ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც ვირუსის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და ლოკალიზების უალტერნატივო საშუალება, ჯიუტად ამკვიდრებენ აზრს, თითქოს რომ ბევრი ტესტი საზიანოა, ძვირი და არაეფექტურია.
გეკითხებით, სად წაიკითხეთ, ჩვენ, როცა სწრაფ და ხელმისაწვდომ ტესტირებაზე ვსაუბრობთ, უხარისხო ან/და ქაოსურ, გაუაზრებელ ტესტირებას რომ ვგულისხმობთ.? თუ ხარისხიან ტესტის შერჩევისა და შესაბამისი ალგორითმის დაწერის უნარი არ გაქვთ, დღესვე ხელახლა მოგაწვდით შესაბამის მონაცემებს და დავასრულოთ ამ თემაზე თქვენი მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული და ქვეყნისთვის საზიანო რიტორიკა.ხოლო, რაც შეეხება თქვენი მხრიდან ტესტების ფასზე აპელირებას, ამ აფსურდზე კომენტარიც არ მინდა, რადგან მასობრივი დიაგნოსტიკის არარსებობის პირობებში გაჩერებული ეკონომიკა ბევრად მეტი უჯდება ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ვიდრე ყველა მოქალაქის ყოველდღიური ტესტირება დაჯდებოდა, რისი აუცილებლობაც, რა თქმა უნდა, არ არსებობს ჩვენს მიერ შემოთავაზებული გეგმის პირობებში”
კომენტარები