შალვა რამიშვილი:
“ჯანგო და ამერიკა
ჯანგო კიდევ “სვეცკად” ჟღერს… არა და ნინოა ჟანგირაშვილი – ტელებოსელის დიასახლისი, რომელიც იმით გვამუნათებს რომ არ გავიყიდე და იმიტომ ვარ ბოსელშიო.
ეს ის ჯანგირაშვილია, რომელიც იმდენად მენტალური პერიფერიიდანაა ჩამოხეტებული რომ გოიმი ჩერგო ზეპური საზოგადოების კვინტესენცია ჰგონია. ჰოდა ეს “ტელემენეჯერი” ბედავს და ჩვენ ქოცებს ბნელებად მოგვიხსენიებს, ხოლო თავად კი ამერიკის მეგობარია
აი ვზივარ და ვფიქრობ როგორ უნდა იყოს ჯანგო ამერიკის მეგობარი როცა არც ედგარ პოს იდუმალებას მოუხიბლია, არც ჭვავის ყანაში უთამაშია , ზღვაოსნობიდან დაბრუნებულ კაპიტანში ლინკოლნი არ უცვნია, არც ფოლკნერთან ერთად უხმაურ-უმძვინვარია , ბიტნიკებთან ერთად არ დამთვრალა და დიდ შარას არ გაჰყოლიხია ცის დასალიერამდე, არ უყლურწია ბურბონი შავ ბებერ ბლუზზე, ინდიანა ჯონსთან ერთად არ გადამხტარა თვალუწვდენელ უფსკრულზე და გეტოების მელოდიურ საკმაზში მორთული რეპით არ უგრძვნია მოსაწევის სიძლიერე.
რაის “ამერიკელების მეგობარი” ხარ შე ქაჯო!”
ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, პასუხობს:
“ბ–ნო ბიძინ, ეს “კონა აბაზი“ კაცი (როგორც თქვენ უწოდებდით), ძალიან გამოჩიტდა და სხვა ვინმე რომ მომამაგროთ არ შეიძლება? ნუ ხართ ძუნწი. აბაზიანებმა სადამდე მიგიყვანეს, ხომ ხედავთ? ნუუუ, აი ძალიან მაღალ დონეზე კი მაშავებს, მაგრამ იმდენს მეტიჩრობს, მთელ ჯაფას წყალში ყრის. ამის სამიზნე აუდიტორიამ თუ მართლა დაიჯერა, რომ ფოლკნერი და სელინჯერი არ წამიკითხავს და ედგარ პო არც გამიგია, მთლად თავისიანად და ჯიგრად ჩამთვლიან, დამიჯერეთ. რაში გაწყობთ თქვენ ეგ ამბავი?”
კომენტარები