ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, COVID19-ის ყველა ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია გადაუდებელი გამოყენებისათვის, უნდა აღიარონ ქვეყნებმა, რომლებიც საზღვრებს ვაქცინირებული ტურისტებისთვის ხსნიან.
ამერიკული მედია წერს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება იმ ქვეყნების სია გააფართოოს, რომელთათვისაც ჩინური ვაქცინა მისაღები გახდება და რომელიც გაეროს ჯანმრთელობის სააგენტომ აღიარა, თუმცა ჩრდილოთ ამერიკის და ევროპის ბევრმა ქვეყანამ – არა.
ევროპაში მოგზაურობის აღდგენის მიზნით, ევროკავშირმა მაისში განაცხადა, რომ ვაქცინირებულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს, თუ ისინი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ პრეპარატს მიიღებენ, თუმცა ეს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუ მათ სურთ, შეუშვან მოგზაურები, რომლებიც გაიკეთებენ სხვა ვაქცინებს, მათ შორის რუსულ Sputnik V – ს.
ევროკავშირის წამლის რეგულატორი განიხილავს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის ლიცენზირების საკითხს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ვადები ჯერ არ არის ცნობილი. ის ასევე არ ცნობს AstraZeneca- ს ვაქცინის ინდოეთში დამზადებულ ვერსიებს.
ჯანმოს განცხადებით, ასეთი ნაბიჯები ძირს უთხრის ვაქცინებისადმი ნდობას, რომლებიც უკვე აღმოჩნდა უსაფრთხო და ეფექტური“. გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ ორი ჩინურ ვაქცინაზე დასკვნაში აღნიშნა, რომ Sinopharm-ი და Sinovac-ი მნიშვნელოვნად ამცირებენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.
ცნობისთვის, ჯანმომ ჩინური Sinovac-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.
ჯანმომ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა
კომენტარები