ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბელარუსში აღნიშნა, რომ ისეთი ადამიანების შეხვედრა, რომელთა შორისაც შეუძლებელი იქნება 1.5-დან 2 მ-მდე დისტანციის დაცვა, ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს და ხელს უწყობს დაავადების შემდგომ გავრცელებას.
მან განმარტა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობა მასობრივ ღონისძიებაში, რომელთა შორის განსაკუთრებით მაღალია ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის მიერ ბელარუსში, განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის გავრცელებამ ქვეყანაში მიაღწია ახალ საფეხურს და აუცილებელია ეროვნული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივი მიღება. მათ ქვეყნის ხელისუფლებას უკვე მისცეს რეკომენდაცია ყველა საჯარო ღონისძიების შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, დღეს მინსკში მაშტაბური აღლუმი ჩატარდა.
კომენტარები