ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს.
CNN-ის ეთერში სიტყვით გამოსვლისას მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ რუსეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აზიისა და ევროპის რიგ ქვეყნებში კვლავ შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.
„ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ ფაქტით, ვინაიდან ამ ვირუს ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი აქვს. ჩვენ უკვი ვიხილეთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ვირუსი მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზე. ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.
კომენტარები