თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– ქვეყნები, რომლებმაც მოსახლეობა აცრეს ჩინური ვაქცინით, გეგმავენ, მესამე დოზა გაუკეთონ მოქალაქეებს და ეს მესამე დოზა იყოს არა ჩინური ვაქცინა, არამედ ფაიზერი. ამას გეგმავს გაერთიანებული საემიროებიც, მიუხედავად იმისა, რომ საემიროები თავადაც აწარმოებენ თავიანთ ქარხნებში ჩინურ ვაქცინებს…
– დიახ, 3 შემთხვევაა, ბაჰრეინში, მონღოლეთში და სამეიროებში, სადაც მოსახლეობას ცრიდნენ ჩინური ვაქცინებით. მაგრამ, მათთან დაიწყო ინფიცირების შემთხვევათა ზრდა, თან ისე, რომ მათთან არ დაფიქსირებულა ვირუსის ახალი შტამები, და რადგანაც ბაჰრეინსა და საემიროებში გადაწყვიტეს, რომ მესამე დოზითაც აცრან მოქალაქეები, მაგრამ ეს მესამე დოზა იყოს, არა ჩინური ვაქცინის, არამედ ფაიზერის, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები ჩინური ვაქცინის ნაკლებეფექტურობას. ჯანმომ კი დაამტკიცა ჩინური ვაქცინები, მაგრამ ვინც წაიკითხა, ჯანმოს რეზიუმე, დამეთანხმება, რომ ჯანმომ მაშინვე აღნიშნა, რომ ჩინური ვაქცინების რეგისტრაცია საშუალებას იძლეოდა, რომ კოვაქს პლატფორისთვის, რომელსაც გაუჭირდა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მოზიდვა, დახმარება გაეწიათ და შესაბამისად, დაბალგანვითარებად ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდება გაეზარდათ. მოგეხსენებათ, ვაქცინების ნაკლებობაა მსოფლიოში და ჩინეთი კიდევ დიდი ოდენობით აწარმოებს ვაქცინას. ჯანმომ ეს გამოიყენა შესაძლებლობად, მეტი ადამიანი იყოს აცრილი. ახლახან, ამერიკამ გადაწყვიტა 800 მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა გადასცეს კოვაქსის პლატფორმას გასანაწილებლად (200 მილიონი წელს და 600 მილიონი მომავალ წელს), გაერთიანებული სამეფოც გადასცემს კოვაქსს ვაქცინებს და ევროკავშირიც, ასე დაუპირისპირდებიან ჩინეთს, რომელიც, როგორც ჩანს, მართლაც იყენებდა პოლიტიკური ინტერესებისთვის ვაქცინას.
კომენტარები