უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის“ გვერდზე წერს:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია?."

აქვე გამოქვეყნებულია ფოტოები, რომელიც ასახავს ომის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კვარტლებსა და დაშავებულ ადამიანებს.

პოდოლიაკის განცხადებით, ამ ფოტომტკიცებულებების მიუხედავად, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ურტყამენ.

"ჩვენ არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, მხოლოდ სამხედროებს“ - ირწმუნება ბატონი ლავროვი - რუსეთის ომის დანაშაულების გამართლების მინისტრი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია? ფოტოებზე - "სამხედრო ობიექტებია." – წერს პოდოლიაკი.

კომენტარები