ზურაბ ჯაფარიძის დაყადაღებულ ანგარიშებზე კომენტარს აკეთებს გია ვოლსკი:
„პოლიტიკურად არ მაწყობს, რომ რომელიმე ოპონენტს, ზურაბ ჯაფარიძეს ან ლაშა ჩხარტიშვილს, ანგარიში დაყადაღებული ჰქონდეს, მაგრამ კანონის წინაშე არსებული ვალდებულებები არსებობს, რომელიც ყველას ერთნაირი გვაქვს“.
ვოლსკის თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს.
„ზურაბ ჯაფარიძეს უთქვამს, გია ვოლსკი რომ გავაკრიტიკე, ამიტომ ანგარიში დამიყადაღესო. თუ ამას პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ და გავაანალიზებთ, სულაც არ მაწყობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, სასპეკულაციოდ თემა მიეცეს, რომ გავაკრიტიკე და ანგარიში დამიყადაღესო. თუ ჯარიმა გაქვს გადასახდელი, უნდა გადაიხადო. ჯაფარიძე იქნები, ვოლსკი თუ გუგავა, კეთილი უნდა ინებო და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატური რეჟიმით ანგარიში დაყადაღდება და შესაბამისად, პროფესიონალური პასუხი უფრო მოგეთხოვება, ვიდრე პოლიტიკური. როდესაც იცი, რომ ადრე თუ გვიან ქონებას დაგიყადაღებენ, მაგრამ გადასახადს არ იხდი, ვფიქრობ, ეს უფრო პროვოცირებაა, მაგრამ როცა სხვა პოლიტიკურ ასპექტებში უსუსური ხარ, ეს თემა სასპეკულაციოდ გექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები