ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„თითქმის 20 წელი საერთაშორისო დახმარება, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამდენი მსხვერპლი და ამხელა რესურსი და ჩაფლავდნენ – სახელმწიფო ვერ შექმნეს.
აშშ-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომები, თუ იყო ასეთი, და მგონია, რომ იყო, სხვა განხილვა-მსჯელობის თემაა, ავღანელებმა რა გააკეთეს, რატომ ვერ შექნეს სახელმწიფო?
საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება ავღანეთის ტიპის არაშემდგარ სახელმწიფოს. საქართველოს სახელმწიფო მიტაცემული არ არის? ადგილობრივი “თალიბანი” არ გვყავს? ფუნდამენტალისტი რელიგიური ჯგუფები არ ფლობენ არაფორმალურად ძალაუფლებას?
ვინმეს შეუძლია, გარანტია მოგვცეს, რომ ერთ დღეს ჩვენც არ მოვბეზრდებით ჩვენი ფუნდამენტალისტებით და ოლიგარქებით დასავლეთს?“, – წერს გია ჯაფარიძე.
კომენტარები